ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ჩემო კარგო
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

ჩემო კარგო
კატეგორია: რესტორნები
რეგიონი: თბილისი
მისამართი: თბილისი, ცოტნე დადიანის 108
ტელეფონი: +995 571 10 30 10
ვებ-გვერდი: http://www.chemokargo.ge
2326



აღწერა
სიმყუდროვე და უგემრიელესი კერძები–ეს "ჩემო კარგოა
 
მყუდრო გარემო, გემრიელი კერძები, გემოვნებით შერჩეული მუსიკა და პროფესიონალთა გუნდი –რესტორანი „ჩემო კარგო“ სწორედ ამ სერვისს გთავაზობთ. რესტორნებს მომხმარებელი ორიგინალის სახელით იცნობდა რომელიც 2004 წლიდან არსებობს ,რებრენდინგი ექვსი თვის წინ დაიწო შეიქმნა ორიგინალი ჯგუფი და „ჩემო კარგო“ რესტორნების ქსელი .„რას ინებებთ ჩემო კარგო“, „მადლობა ჩემო კარგო“–სახელი „ჩემო კარგო“ სწორედ ამ ფრაზებისგან წამოვიდა, რომელიც საკმაოდ სასიამოვნო და დასამახსოვრებელია. 

გარდა იმისა, რომ გარემო არაჩვეულებრივია, საკვებს აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებულს მიირთმევთ. მოხევური ხინკალისთვის კვლიავი–ყაზბეგიდან, ჭადის ფქვილი–სამეგრელოდან, კუბდარის სუნელები–მესტიიდან, ნედლი ხორცის მიღება კახეთიდან ხდება ყოველდღიურად, ხარისხზე „ჩემო კარგოში“ განსაკუთრებულად ზრუნავენ. „ჩემო კარგოს“ მენიუსთვის სპეციალურად შეიქმნა კუთხური მიქსები რომლებსაც იმ კუთხის სიმღერის სახელწოდებები ჰქვიათ, რადგანაც ქართული სუფრა მუსიკის გარეშე არ არსებობს. მაგალითად კახური მრავალჟამიერი, რომელშიც შედის–ხაშლამა, გუდის ყველი, დედას პურები, სალათი კახური ზეთით და კახური ღვინო, თითოეული მიქსი შედგება კუთხის დამახასიათებელი კერძებისგან. რესტორანი სრულად არის აღჭურვილი შშმ პირებისთვის. 

„ჩემო კარგო“-ს რესტორნების ქსელი ფართოვდება თბილისის მასშტაბით, ასევე გეგმავს საკუთარი ლუდსახარშისა და ფერმის გაკეთებას. ყველაზე დიდი სიახლე ქართული კერძების მოყვარულთათვის კი მობილური აპლიკაცია იქნება, მომხმარებელი ნატურალური და უგემრიელესი კერძების სასურველ ადგილზე დაგემოვნებას უმარტივესად შეძლებს. დღეს კი „ჩემო კარგო“ ადგილზე მიტანის სერვისს გთავაზობთ, ერთი ზარის განხორციელებით შეგიძლიათ გამოიძახოთ კურიერი და სასურველი კერძი დააგემოვნოთ. 
 
„ჩემო კარგო“ - გემსახურებით სიყვარულით.


მენიუ
ინფორმაცია არ არის


სერვისები
ინფორმაცია არ არის


დამატებითი ინფორმაცია
ინფორმაცია არ არის


ფოტო გალერეა


ვიდეო გალერეა

ჩვენება
ჩვენება
ჩვენება



19 ოქტომბერი, 2018
ალბათ დამეთანხმებით, რომ ყოველთვის არ გვაქვს იმის დრო და ფუფუნება, რომ კომფორტულ გარემოში...
10 ივლისი, 2018
თუ გსურთ, რომ საღამო მყუდრო გარემოში გაატაროთ და დააგემოვნოთ გემრიელი კერძები საგულდაგულოდ...


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.