ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

ბაღდათის მუნიციპალიტეტი
კატეგორია: იმერეთი
რეგიონი: იმერეთი
მისამართი: ბაღდათი, წერეთლის ქ. №9
ტელეფონი: ინფორმაცია არ არის
ვებ-გვერდი: http://www.bagdati.gov.ge
1916



აღწერა

ბაღდათის რაიონი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, მდინარე ხანისწყლის აუზში. ფართობი 815 კვ. კმ.  ზღვის დონიდან 200მ. რაიონული ცენტრი ქ. ბაღდათი. ქ. ქუთაისიდან 25 კმ-ში.  ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით ცხელი ზაფხული.          

        ბაღდათი ისტორიულ წყაროებში პირველად XVII საუკუნის I ნახევარში იხსენიება, თუმცა   ბაღდათის რაიონის ტერიტორიაზე უხსოვარი დროიდან უცხოვრია ადამიანს. ზეკარის ხეობაში აღმოჩენილია ნეოლითის ხანის კაჟის საყოფაცხოვრებო და საბრძოლო ნივთები.

ანტიკურ ხანაში ბაღდათის რეგიონი ფრიად ხელსაყრელი გეოპოლიტიკური სივრცის პატრონი იყო. ამიტომ ქართლის მეფე ფარნავაზმა ძვ. წ. მეოთხე საუკუნეში მდინარე ხანისწყლის მარჯვენა ნაპირთან ახლოს, მომცრო გორაზე ააშენა ციხე „დიმნა“.

ბაღდათის რეგიონიდან მეფე ფარნავაზის დროს და უფრო ადრეც გაჰქონდათ: ხე-ტყე, ღვინო, თაფლი, სელი, პირუტყვი, კერამიკისა და სხვა მასალის ნაკეთობები. ხოლო ვარციხის (იგივე „როდოპოლისი“, „ვარდციხე“)  აღმოცენებამ (იგი ბიზანტიურ წყაროებში პირველად მოიხსენიება მე-6 ს.-ში.) უფრო განავითარა და გააღრმავა იმდროინდელ დასავლეთთან ექსპორტ-იმპორტი.

ვარციხის ახლოს მდებარეობს ძელქვის უნიკალური კორომი.  კორომის შუაგულში სასახლე იყო აგებული, რომელიც იმერეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა, იგი ახლა ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი და „ნაპალატევს“ ეძახიან.

ბაღდათის რაიონი მდიდარია ისტორიულ–ხუროთმოძღვრული ძეგლებით. ბაღდათის რეგიონში აგებულია ძირითადად ბაზილიკის ტიპის ეკლესიები და ტაძრები, თუმცა გვხვდება გუმბათოვანი ტაძრებიც. მაგ: ქვედა დიმისა და ზედა დიმის ეკლესიები, ფერსათის სალხინოს ეკლესია, ობჩის ღვთისმშობლისა და ხანის წმინდა გიორგის ტაძარი, რომელიც ყველას სჭარბობს სიდიდით ბაღდათის რაიონში.

ბაზილიკები ძირითადად აგებულია მე-9- მე-10 საუკუნეებში. მათ განეკუთვნებიან: ქვ. ზეგნის წმინდა გიორგის, ხანის წმინდა გიორგის, როკითის მაცხოვრის, წითელხევის, ვარციხისა და ობჩის წმინდა გიორგის „ხოპის“ ეკლესიები. ქალაქში მოქმედებს ბაღდათის წმინდა გიორგისა და წმინდა თამარ მეფის ტაძრები.

ბაღდათში არის ვანისა და ბაღდათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია, აგრეთვე  ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

ბაღდათის რაიონს გააჩნია შესანიშნავი ინფრასტრუქტურა მრავალდარგოვანი ტურიზმის განვითარებისათვის. ნაირგვარი ლანდშაფტი, (დაბლობი, ზეგანი, მთა) შესანიშნავი ბუნება, კლიმატი და რაც მთავარია იმერეთის ცენტრში მდებარეობა განაპირობებს მისი, როგორც უმაღლესი კლასის ტურიზმის ცენტრად ქცევას. აქედან 1 დღის სავალში აგრეთვე რაიონის გარეთ მრავალი საინტერესო ობიექტის დათვალიერება შეიძლება. განვითარებადია საოჯახო, სამთო-ქვეითი, საცხენოსნო, სამონადირეო, სათევზაო და მევენახეობა-მეღვინეობის ტურიზმი.

ბაღდათის რაიონში მდებარეობს ორი კლიმატურ-ბანლეოლოგიური კურორტი „საირმე“ და „ზეკარი“.

ბაღდათის სიამაყე არის ვაზი და მეღვინეობა. აქ მოიპოვება ისეთი უნიკალური ტექნიკური (საღვინე) ჯიშები, როგორებიცაა: კრახუნა, ცოლიკაური, ციცქა, დონდღლაბი, კუნძა, ობჩური ძველშავი, ენდელაძის შავი, ალადასტური, ოცხანური საფერე და სხვა. ყველა ამ ჯიშებიდან დგება შესანიშნავი სუფრის ღვინოები, მზადდება პორტვეინისა და ხერესის ტიპის ღვინო-მასალები, აგრეთვე ღვინიდან იხდება მაღალხარისხოვანი ბრენდის (კონიაკის) სპირტი.

 ადმინისტრაციული ცენტრის მისამართი: წერეთლის ქ. №9



ფოტო გალერეა


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ინფორმაცია არ არის


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.