ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია
კატეგორია: ტურისტული და არასამთავრებო ორგანიზაციები
რეგიონი: თბილისი
მისამართი: თბილისი, გუდიაშვილის ქუჩა №11
ტელეფონი: 577 79 76 13
ვებ-გვერდი: http://www.ecotourism.ge
2736



აღწერა
ა(ა)იპ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია (ინგლისურად: Georgian Ecotourism Association, წარსულში - ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების ცენტრი) წარმოადგენს რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს.  ორგანიზაცია იურიდიულად დარეგისტრირდა 2012 წელს სახელწოდებით: “ეკოლოგიური ტურზიმის განვითარების ცენტრი“. 2013 წლის მარტიდან ეკოლოგიური ტურიზმის განვითარების ცენტრი გახდა ეკოტურიზმის საერთაშორისო საზოგადოების TIES - ის (The Ecotourism International Society) სრულუფლებიანი წევრი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ასევე 2013 წლის აპრილიდან „ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების კოლექტიური (სგს)„-ს წევრი. მაისიდან ”საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო”-ში შექმნილი ბუნების ძეგლების შემსწავლელი კომისის წევრი; ხოლო ამავე წლის  ივლისიდან ”საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო”-სთან შექმნილი
საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2015 წლის 1 ივლისიდან ორგანიზაციას გადერქვა სახელი და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციად იწოდება.
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ძირითადი ხედვა მდგომარეობს - ქვეყანაში ეკოტურიზმის, როგორც მდგრადი ტურიზმის ძირითადი ელემენტის განვითარება და ამ კუთხით საქართველოს მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება, საქართველოს მრავალფეროვანი ეკოსისტემების, სოფლის მეურნეობისა და კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ტურისტული რესურსების რაციონალურად გამოყენება და ადგილობრივი თემისათვის ეკონომიკური სარგებლის მოტანა. ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია აქტიურად მუშაობს, საქართველოში როგორც ეროვნულ ისე - რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეზე.
 
ორგანიზაციის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:
ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია;
ტურისტული რესურსების რაციონალურად გამოყენება, მდგრადი ტურიზმის პრინციპებით ხელმძღვანელობით;
ადგილობრივ თემებში როგორც ეკოლოგიური, ასევე ტურიზმის კუთხით ცნობიერების ამაღლება;
საქართველოში ადგილობრივი თემების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
საქართველოს კუთხეების (რეგიონების) ბუნების, კულტურული ძეგლების, ტრადიციებისა დაცვა და პოპულარიზაცია;
საქართველოს ეკოტურისტული და მომიჯნავე რესურსებთან დაკავშირებით საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმაციული უზრუნველყოფა;
მოსწავლე ახალგაზრდობაში ბუნებაში მოგზაურობის წახალისება და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება; 
 
საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
 
ეკოტურიზმის განვითარების მიმართულება - საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის კვლევა, ანალიზი, განვითარების სტრატეგიის შემუშავება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ახალი პროდუქტების შექმნა, ადგილობრივი თემების დახმარება ეკოტურისტული პროდუქტის ან ტურისტული მომსახურების განვითრებაში;
გარემოსდაცვითი მიმართულება - გარემოსდაცვითი ღონისსძიებების განხორციელება, თანამონაწილეობა, გარემოსდაცვითი ორგანიზცაიების დახმარება;
საგანმანათლებლო მიმართულება - მოსწავლე ახალგაზრდობაში გარემოს დაცვითი ცნოებიერების ამაღლება, თემატური ტრეინინგ-მოდულების მომზადება, სემინარების და კონფერენციების მოწყობა, საგანმანათლებლო ბროშურების, წიგნების, რუკების გამოცემა;
საკონსულტაციო მიმართულება - სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთის, მასმედიის წარმომადგენლებისათვის, ნებისმიერი დაინტერესებულ პირთათვის კონსულტაციის გაწევა ეკოტურიზმთან დაკავშირებული საკითხებში.


ფოტო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის



10 სექტემბერი, 2018
თბილისი ევროპის  ეკოტურიზმის V საერთაშორისო კონფერენციას EuroEco18 მასპინძლობს. კონფერენცია დღეს...
25 მაისი, 2017
2017 წლის 3 ივნისს 9:30 დან 18:00 საათამდე ქალაქ თბილისში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში...


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.