ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სარაჯიშვილი
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

სარაჯიშვილი
კატეგორია: კონიაკის მწარმოებლები
რეგიონი: თბილისი
მისამართი: თბილისი, თბილისი. სარაჯიშვილის გამზ. 4
ტელეფონი: 255 44 44 (+105) ფაქსი: 265 44 44 . 577 11 88 12; 599 21 73 00;
ვებ-გვერდი: http://www.sarajishvili.com
5175



აღწერა
ქართული საზოგადოების გამორჩეულმა წევრმა, ქველმოქმედმა და დიდმა მეცენატმა,  დავით სარაჯიშვილმა 1884 წელს დააარსა კომპანია “სარაჯიშვილი”, რომელმაც წლების  მანძილზე უდიდესი კულტურა, ისტორია და ღირებულება შექმნა.
 
გთავაზობთ ტურს სარაჯიშვილის ქარხანაში, რომლის მეშვეობითაც საშუალება გექნებათ გახდეთ ქართული ღვინის ბრენდის წარმოების უწყვეტი ციკლის მონაწილე და  ცოცხლად დაინახოთ სარაჯიშვილის საცავებში შემონახული ისტორია და დროში წარმოქმნილი სიმდიდრე.
 
ჩვენ ვუხსნით კარს ყველა ადამიანს, რომელსაც სურს იმოგზაუროს დროში, დაათვალიეროს უძველესი და უნიკალური სპირტსაცავები, გაეცნოს კონიაკის ისტორიასა და დააგემოვნოს მრავალწლიანი, სხვადასხვა არომატით გაჯერებული 
ქართული ღვინის ბრენდი.
 
ეს ადგილი ისტორიული მუზეუმია, რომლის ულამაზესი ბაღები, უძველესი საცავები და მთლიანად ატმოსფერო 130 წლის წინ, სარაჯიშვილის ეპოქაში გვაბრუნებს. სტუმრებს გაუძღვებათ გამოცდილი გიდი, რომელიც მოუყვება ისტორიას კომპანიის  დაარსების დღიდან დღემდე. ისინი გაეცნობიან დავით სარაჯიშვილის ცხოვრებიდან მნიშვნელოვან მოვლენებს,  გზას რომელიც გაიარა მეწარმემ, ერთი იდეის ქვეშ  გააერთიანა ადამიანები და გაუძღვა მათ იმისთვის, რომ უდიდესი და უძვირფასესი კულტურა შეექმნა და მოეტანა ჩვენამდე.
 
დეგუსტაციის შედეგად ვიზიტორები აღმოაჩენენ კონიაკის არომატის საიდუმლოს, მისი სურნელის მრავალფეროვნებას, იგრძნობენ მასთან შეხების მნიშვნელობას. კომპანია  “სარაჯიშვილი” სტუმრებს აუხსნის სხვადასხვა ასაკის კონიაკის განმასხვავებელ  ნიშნებს, კონიაკის დამზადების კლასიკურ ტექნოლოგიას და გააცნობს სასმელის მოხმარების კულტურას. 

 



პროდუქცია
ინფორმაცია არ არის


ფოტო გალერეა


ვიდეო გალერეა

ჩვენება
ჩვენება



29 აგვისტო, 2018
მსოფლიოში აღიარებულია, რომ საქართველო უძველესი მეღვინეობის ქვეყანაა, თუმცა ღვინის პირველი...
12 ივნისი, 2018
100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს ქვეყნის მმართველმა ეროვნულმა საბჭომ „საქართველოს სახელმწიფოებრივი...
23 დეკემბერი, 2016
„სარაჯიშვილი XO“ და „სარაჯიშვილი VS“ ავტორიტეტული ამერიკული კომპანია Tastings.com -ის უმაღლესი ოქროს...
25 დეკემბერი, 2015
სარაჯიშვილი Extra - პრეზენტაცია სარაჯიშვილი Extra - საუკეთესო საახალწლო საჩუქარი!  ბრენდის...
22 დეკემბერი, 2015
 ბრენდის მოყვარულებო! გამოვიდა ახალი პროდუქტი - სარაჯიშვილი EXTRA!  ➡ სარაჯიშვილი EXTRA - დროში...
28 ნოემბერი, 2015
კომპანია სარაჯიშვილმა 22 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღვინის ბრენდის...


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.