წესები და პირობები

ვებ-გვერდი www.travelingeorgia.ge წარმოადგენს სს ‘’თურიზმის განვიტარების საინიციატივო საზოგადოების’’ საკუთრებას და იმართება მის მიერ. თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია ამ საიტზე ავტორიზაცია, საკუთარი გვერდის დამოუკიდებლად მართვა, საკონტაქტო ინფორმაციის, ფოტო-ვიდეო გალერეის, კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დამატება, რედაქტირება, წაშლა, სიახლეების გამოქვეყნებამ ესე იგი თქვენ ეთანხმებით ჩვენი ვებ-გვერდის წესებს, რომლის დამატებითი პირობების ხილვა შესაძლებელია თანამშრომლობის ხელშეკრულებაში. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ხელშეკრულების პირობებს, თქვენ ვერ ისარგებლებთ ჩვენი საიტის მომსახურებით.

ვებ-გვერდის მოხმარების წესები

მხარეებს შორის ურთიერთობა რეგულირდება მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით და ამ წესებით. ტერმინში ‘’დამკვეთი’’ მოიაზრება კომპანია, რომელსაც სსურს ვებ-გვერდ www.travelingeorgia.ge -ზე თავის შესახებ ინფორმაციის განთავსება, ხოლო ტერმინში ‘’შემსრულებელი’’ მოიაზრება ვებ-გვერდი www.travelingeorgia.ge -ს მესაკუთრე და მფლობელი. ტერმინი ‘’კლიენტი’’ უნდა იყოს გაგებული, როგორც შემსრულებლის საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდის პოტენციური მომხმარებელი.

მხარეთა უფლება-მოვალეობები:

დამკვეთი ვალდებულია:

  • მიაწოდონს შემსულებელს ის ინფორმაცია და სათნადო დოკუმენტაცია, რაც საჭირო იქნება შემსრულებლების მიერ ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების შესასრულებლად;
  • ყოველდღიურად აკონტროლოს შემსრულებლის მიერ მისთვის მიცემული საიტის, საკუთარი სამართავი პანელის გვერდი და საჭიროების შემთხვევაში ყოველდღიურად განაახლოს იქ არსებული ინფორმაციუა, რომელიც შემსრულებლის კლიენტს მიაწოდებს უტყუარ ინფორმაციას დამკვეთის მომსახურების სფეროზე;
  • მოემსახუროს კლიენტს კეთილსინდისიერად და ჯეროვნად;
  • არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს შემსრულებელს ან მის საქმიან რეპუტაციას;
  • შემსრულებლის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს კეთილსინდისიერად და ჯეროვნად;
  • იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი კანონსაწინაარმდეგო მასალის განათავსებს შემსრულებლის ვებ-გვერდზე, დამკვეთი თვითონ იქნება ვალდებული პასუხი აგოს კანონის წინაშე;
  • ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს პროცენტულად ის დღეები, რომლებიც კომპანია განთავსებული იყო ხელშეკრულების დადების მომენტიდან;
  • დამკვეთი ვალდებულია თავისი საქმიანობა განახორციელოს კანონმდებლობის შესაბამისად და ნებისმიერი უკანონო ქმედებისათვის, რომელსაც განახორციელებს დამკვეთი, ის თვითონ არის ვალდებული აგოს პასუხი კანონის წინაშე.

შემსრულებელი ვალდებულია:

  • ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები.

ფორს-მაჟორი

  • მხარეები არ აგებენ პასუხს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის, თუ ეს გარემოება გამოწვეულია სტიქიური ან ტექნოლოგიური კატასტროფებით (ხანძრით, საომარი მდგომარეობით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით, სოციალური აფეთქებებით და ა.შ.), თუ ეს მოვლენები დაიწყო და განვირთარდა ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ;
  • თუ ზემოაღნიშნული გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად;
  • მხარე, რომელსაც წარმოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს წერილობით მეორე მხარეს.

გარდამავალაი დებულებები:

  • შემსრულებელი არაა ვალდებული პასუხი აგოს დამკვეთის მიერ არაჯეროვნად შესრულებულ ვალდებულებებზე, ნებისმიერი ასეთი შემთხვევის დროს კლიენტის წინაშე პასუხისმგებელია დამკვეთი;
  • ვებ-გვერდის წესები და პირობები შესაძლებელია დროთაგანმავლობაში შეიცვალოს, იმ შემთვევაში თუ დამკვეთი დაეთანხმა წესებს და პირობებს, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ დამკვეტი ეთანხმება იმ პირობებსაც, რომელიც ცვლილების შედეგად ძალაში შევა;
  • იმისათვის, რომ მიიღოთ ჩვენი მომსახურება, თქვენ უნდა მონიშნოთ ველი ვეთანხმები წესებს და პირობებს, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ ეთანხმებით ვებ გვერდის წესებს და პირობებს, შესაბამისად აძლევთ სს ‘’ტურიზმის განვითარების საინიციატივო საზოგადოებას’’ ვებ-გვერდზე ინფორმაციის (ფოტო ვიდეო გალერეის და ა.შ.) განთავსების უფლებას.
  • ყველა დანარჩენი პირობა გაწერილი იქნება მხარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში.