ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ხშირად დასმული კითხვები

რას წარმოადგენს ვებ-გვერდი Travel in Georgia?

   ჩვენი ვებ-გვერდი წარმოადგენს ტურისტულ ინფორმაციულ + საძიებო პორტალს, ენციკლოპედიას საქართველოში, სადაც განთავსებულია მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელის აინტერესებთ ტურისტებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ ყველა ადამიანს. 

 

რამდენი ორგანიზაციაა ვებ-გვერდზე?

   ამჟამად ბაზაში რეგისტრირებულ ორგანიზაციების ჩამონავალში ირიცხება 2931 კომპნაია, რომელთაც მინიჭებული აქვთ საკუთარი მომხმარებელი/პაროლი. ყველა კატეგორიის მართვა ხდება თავად ორგანიზაციების მხრიდან, საკუთარი კომპანიების მართვა, ყიდვა-გაყიდვა/დაჯავშნა/გადახდა/სტატისტიკის წარმოება/სიახლეების დამატება.

თქვენს ბაზაში მხოლოდ იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებია?

   ჩვენს საიტზე რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ გიდებსა და იურიდიულ პირებს.

რას ნიშნავს კომპანიის პროფილი?

   კომპანიის პროფილი ეწოდება კომპანიის შესახებ სრულ ინფორმაციას იურიდიული და ფაქტიური რეკვიზიტები, კომპანიის საქმიანობის აღწერა, ისტორია, ფოტო-ვიდეო გალერეა, სიახლეების დამატება და მრავალი სხვა სერვისი, რომელიც კომპანიის საქმიანობის მიხედვით არის ინდივიდუალური.

რას ნიშნავს პირდაპირი მარკეტინგი? მოიძიეთ ახალი კლიენტები?

   პირდაპირი მარკეტინგი  და მომსახურება „მოიძიეთ ახალი კლიენტები“ საშუალებას გაძლევთ მოიძიოთ ახალი მომხმარებლები და შესთავაზოთ მათ,თქვენი მომსახურეობები, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით და ჩვენი ვებ გევრდის საშუალებით: (კომპანიის აღწერა, სერვისები, პროდუქცია, ექსპორტ-იმპორტი, ტრანსპორტი და გადაზიდვები, მოგზაურობა-დასვენება, კვება, გიდი და სხვა) , რომელი პარამეტრების მიხედვითაც ეძებენ მომხმარებლები მათთვის სასურველ და საინტერესო კომპანიებს.

თქვენი კომპანიის განთავსების შედეგად, მიიღებთ თქვენთვის სასურველ ბენეფიტებს გაზრდილი მომხმარებლების სახით, რომლებიც თქვენს ორგანიზაციას  შესაბამისი კრიტერიუმების მითითებით ადვილად მოძებნიან და ისარგებლებენ: (დაჯავნული მომსახურეობები, რეალიზებული პროდუქცია, ცნობადობის ამაღლება და ა.შ.)

რას ნიშნავს ტერმინი „ახალი მომხმარებელი“?

   ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსება საშუალებას მოგცემთ კომპანიის სახელით, კატეგორიით, რეგიონების მიხედვით, სერვისით, პროდუქციის დასახელებით, სატრანსპორტო საშუალების ტიპით და მრავალი სხვა საძიებო პარამეტრების მიხედვით  საშუალება მისცეთ ახალ მომხმარებელს, „კლიენტს“, მოგძებნოთ მიიღონ თქვენს მიერ შეთავაზებული მომსახურეობა.  (დაჯავშნოს/გადაიხადოს)

რას გულისხმობს „სისტემაში ჩართვა“?

   „სისტემაში ჩართვა“ - ნიშნავს, საიტზე ინფორმაციის განთავსებას და საკუთარი პროფილის, მართვადი გვერდის განკარგვის შესაძლებლობას. პრაქტიკულად დამოუკიდებელ ვებ-გვერდს, ვებ-გვერდში!

წვდომის ხანგრძლივობა შეზღუდულია?

   ვებ-გვერდზე მომსახურების  პაკეტის შეძენისას, თქვენ გეძლევათ წვდომა მინიმუმ 9 თვის ვადით, იყოთ „სისტემაში ჩართული“ და სარგებლობდეთ დაჯავშნა/გადახდის ფუნქციით. ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება გაგრძელდება ავტომატურად, თუ რომელიმე მხარე არ მოინდომებს მის ანულირებას.

რა მომსახურების პაკეტები გააჩნია Travel in Georgia–ს?

   ვებ-გვერდზე წვდომა დაყოფილია რამდენიმე პაკეტად, რაც უფრო მოქნილსა და მორგებულს ხდის ჩვენს სერვისს ნებისმიერი მომხმარებლისთვის. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ან რამდენიმე სექციის კომბინაცია შემდეგი საინფორმაციო სექციებიდან:

  • „სისტემაში ჩართვა“
  • რეგიონის სპონსორობა
  • კატეგორიის სპონსორობა
  • კურორტის სპონსორობა
  • კატეგორიაში რიგითობა

 

როგორ მივიღო წვდომის უფლება Travel in Georgia–ზე?

   გაიარეთ სატზე კომპანიის რეგისტრაცია, აირჩიეთ სასურველი კატეგორია, შეავსეთ ყველა საჭირო ველი და ყურადღებით გაეცანით საიტის სარგებლობის წესებსა და პირობებს.

როგორ დავამატო კომპანია ვებ-გვერდზე კატალოგში?

   თუ თქვენ ბრძანდებით კომპანიის მხრიდან უფლებამოსილი პირი, გთხოვთ გაიაროთ „კომპანიის რეგისტრაცია“ და  შეიყვანოთ უტყუარი ინფორმაცია ხელმძღვანელი პირის და თქვენი კომპანიის შესახებ. თქვენი მონაცემების გადამოწმების შემდეგ ელ. მისამართზე მოგივათ რეგისტაციის წარმატებით დასრულების დასტური.

რა ღირს Travel in Georgia–ზე წვდომა, “სისტემაში ჩართვა“?

   ფასი დამოკიდებულია თქვენ მიერ მოთხოვნილ კრიტერიუმებზე, სექციებსა და კომპანიების რაოდენობაზე. მარკეტინგული სიის ფასი (სისტემაში ჩართვა) იწყება წლიური 775  ლარიდან, (დღგ-ს გარეშე). წვდომის ფასების დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ "რეკლამის" გვერდზე, ან  დაუკავშირდეთ Travel in Georgia-ს კორპორატიული გაყიდვების სამსახურს შემდეგ ელექტორნულ ფოსტის მისამართზე:  contact@travelingeorgia.ge .

როგორ ხდება გადახდა?

   თქვენთვის სასურველი წვდომის პაკეტის შერჩევისას, აფორმებთ ხელშეკრულებას სს. „ტურიზმის განვითარების სიანიციატივოს საზოგადოება“-სთან. გეგზავნებათ ინვოისი, თანხის გადახდის შემდეგ გეძლევათ სისტემაში შესვლის უფლებამოსილება.

როგორ ავიცილო თავიდან ვადის გასვლის გამო ანგარიშის გაუქმება?

   ვებ-გევრდზე შეძენილი  რომელიმე პაკეტის  ვადის გასვლის შემდეგ,  დაგიკავშირდებათ კომპანიის წარმომადგენელი და სუვრილის შემთხვევაში ავტომატურიად გაგრძელდება ხელშეკრულება იგივე, ან სხვა ვადით, მანამ, სანამ რომელიმე მხარე არ მოინდომებს ხელშეკრულების შეწყვეტას.

რომელი ინფორმაციაა ნებისმიერი ვიზიტორისთვის უფასო?

   კომპანიის პროფილის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია საიტზე, უფასოა ნებისმიერი ვიზიტორისთვის, ფასიანია მხოლოდ კომპანიის მიერ სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქცია, ან მომსახურეობა, დაჯავშნა/გადახდა.

როგორ დავარედაქტირო ვებ-გევრდზე არსებული კომპანია?

   „კომპანიის რეგისტრაციის“ დროს, თქვენს მიერ მითითებული „მომხმარებლით“ და „პაროლით“ გაივლით „კომპანიის ავტორიზაცია“ -ს და სისტემაში შესვლის შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ დაარედაქტიროთ, წაშალოთ, დაამატოთ სასურველი ინფორმაცია, ან პროდუქცია.

როგორ გამოვიყენო პანელში არსებული „სიახლეები“-ს კატეგორია?

   სიახლეების გამოქვეყნება შეზღუდული არ არის  და მისი სარგებლობით უფლება გათვალისწინებულია "სისტემაში ჩართვის" ხელშეკრულებაში. შეგიძლიათ ულიმიტოდ გამოაქვეყნოთ  კომპანიაში არსებული სიახლე, ფადაკლება ან  დაგეგმილი ღონისძიება. 

რამდენ პირს შეუძლია ჩემი კომპანიის პროფილის რედაქტირება?

   თქვენი კომპანიის პროფილის რედაქტირება შეუძლია  მხოლოდ იმ პირვნებას, რომელსაც ეცოდინება რეგისტრაციის დროს მინიჭებული „მომხმარებელი“ და „პაროლი“.

შემიძლია თუ არა კომპანიის, პროდუქტის, სერვისის შესახებ დავამატო ტექსტური ინფორმაცია?

   დიახ, შეგიძლიათ სასურველი ზომის ტექსტის დამატება.

შემიძლია თუ არა ავტვირთო ფაილები?

   არა

ვისთვის არის ხელმისაწვდომი ჩემი კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია?

   ვებ-გვერდზე–ზე განთავსებული დეტალური ინფორმაცის ხილვა, შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, გარდა კონფედენციალური ინფორმაციისა, რომელსაც უთითებთ რეგისტრაციის დროს.

შემიძლია თუ არა მივიღო სტატისტიკა, რამდენჯერ დათვალიერდა ჩემი კომპანიის პროფილი?

   დიახ. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია,თუ რამდენჯერ დათვალიერდა თქვენი კომპანიის პროფილი.

ექნება თუ არა საიტზე განთავსებულ კომპანიას, სოციალური მედიის მხარდაჭერა?

   დიახ

  • Facebook
  • Linkedin
  • Twitter 
  • Pinterest
  • Instagram
  • Vkontakte
  • Vimeo
  • Google Plus

როგორ მოვიქცე თუ პაროლი დამავიწყდა ?

   პაროლის განახლებისთვის  თქვენ უნდა გადახვიდეთ მთავარი გვერდზე და აირჩიოთ ფუნქცია  „პაროლის აღდგენა". ამის შემდეგ თქვენ მეილზე გადმოგეგზავნებათ ახალი პაროლის აქტივაციის ინსტრუქცია.

ერთი და იგივე სტანდარტული პაკეტით „სისტემაში ჩართვა“, რამდენჯერ შემიძლია ვისარგებლო და დავამატო კომპანია.

   იმდენჯერ რამდენჯერაც გაივლით ხელახალ რეგისტრაციას.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.