ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გურჯაანში კულტურული მემკვიდრეობის ხუთი ძეგლი რეაბილიტირდა
17 ნოემბერი, 2016

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მდებარე სამეკლესიანი ბაზილიკის (VIII-IXსს) , რომელსაც
ადგილობრივი მოსახლეობა ,,ყვავის" საყდარს უწოდებს რებილიტაცია დასრულდა.

ძეგლის აღდგენითი სამუშაოები საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს" დაფინანსებით ჩატარდა. „ყვავის“ საყდარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი გასულ წელს მიენიჭა.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით და არქიტექტორ ნოდარ მინდორაშვილის ხელმძღვანელობით რეაბილიტირდა სოფელ ფხოველის დარბაზული ეკლესია (გვიანი შუა საუკუნეები), სოფელ კალაურის იოანე ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა (IX სს) , სოფელ ზეგაანის "ყველაწმინდის" ტაძარი (VI-VII სს) და სოფელ მელაანში მდებარე სამების ეკლესია (XIX სს).


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.