ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქალაქგარეთ ქალაქის ცენტრში - ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ ზაფხულში და არა მხოლოდ
22 მაისი, 2018

ზაფხული ახლოვდება. უკვე კითხვა გაგიჩნდათ სად განიტვირთოთ და ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის შემდეგ სად დაისვენოთ? დროის დეფიციტი ქალაქიდან გაცლის საშუალებას არ გაძლევთ და ერთადერთ გამოსავლად დედაქალაქში საუკეთესო ადგილებს ეძებთ?

მაშინ თქვენთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. თბილისს ახლახანს რელაქსაციის კიდევ ერთი, განსხვავებული ადგილი - ბაღი და ბარ-რესტორანი „აზურა“ შეემატა. ეს ახალი ლოკაცია ქალაქის ცენტრში სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“, ბილტმორის აუზიდან სულ რაღაც ერთ ნაბიჯშია.

ბაღში შადრევნები და „ბილტმორ თბილისის“ ახალი ბარ-რესტორანია „აზურა“. „აზურა“-ს მრავალფეროვანი მენიუ სტუმრებს ბურგერების, პიცისა და სალათების დიდ არჩევანს სთავაზობს. ბარ-რესტორნის მენიუ მდიდარია ჯანსაღი და გამაგრილებელი სასმელებითაც.

რაც შეეხება „ბილტმორ თბილისის“ აუზს და გამაჯასაღებელ ცენტრს - მან თბილისელებსა და თბილისის სტუმრებში პოპულარობა უკვე მოიპოვა. კომფორტულობა მნიშვნელოვანია და როგორც „ბილტმორ თბილისს“ ახასიათებს, ესაც გათვალისწინებულია - აუზი ზაფხულის პერიოდში ღიაა, ზამთრის სეზონზე გადახურული. მიმზიდველი და საინტერესოა ინტერიერი, აუზის კედლები და შუშის ჭერი. ვისაც ჯერ კიდევ არ გისარგებლიათ,  აუზის წარმატების სხვა მიზეზებსაც გეტყვით - ადგილმდებარეობა, ლუქს კლასის მომსახურება და  აკვა აერობიკის გაკვეთილები. ყველაზე მოულოდნელი კი ამ მაღალი დონის სპა ცენტრისთვის მისაღები ფასებია.

მსგავსი გამწვანება და ლანდშაფტის დიზაინი თბილისში არც ერთ სასტუმროს არ აქვს. აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს გახსნიდანვე არსებობდა ღია სივრცე, სადაც თბილ ამინდში შეზლონგები, ჰამაკები და შადრევნები იყო განლაგებული.

გამწვანების იდეა 2017 წლიდან გაჩნდა, როდესაც სასტუმროს მენეჯმენტმა სტუმრებისთვის ქალაქის ცენტრში ვიზუალურად სასიამოვნო და ჯანსაღი გარემოს შექმნა გადაწყვიტა. იდეის მთავარი მიზანი იყო ისეთი სივრცის მოწყობა, სადაც სტუმარი ქალაქის ცენტრში თავს ქალაქიდან მოშორებით იგრძნობდა.

„ბილტმორ თბილისის“ სპა, ბაღი და ბარ-რესტორანი ერთიანი კომპლექსია, ამიტომაც სტუმარი აქ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობს თავს. ეს ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ ზაფხულში და არა მხოლოდ...

კიდევ ერთიც - კომფორტის ზონიდან სპას საწევროს მფლობელთათვის „აზურაში“ ისევე, როგორც სასტუმროს ყველა ბარ-რესტორანში 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.