ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გაატარე ტკბილი ნოემბერი შენს რჩეულთან ერთად „ჯორჯია პალასში“
09 ნოემბერი, 2018

შემოდგომის სიცივენარევი სეზონი დასასრულისკენ მიდის. ადამიანები რომებსაც მზე და სითბო ძალიან უყვართ ცდილობენ, რომ ნოემბრის ოქროსფერი დღეები განსაკუთრებულად გაატარონ და მიიღონ მზის სხივების უკანასკენილი ულუფა, რომ ზამთარს მომზადებულები შეხვდნენ. ნოემბრის გარდამავალი ფერების სეზონი, ტკბილი ნოემბრის სახელითაც მოიხსენიება და წყვილებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

ნოემბრის თვე რომ ნამდვილად ტკბილი და დასამახსოვრებელი გამოვიდეს, ამისათვის ჯორჯია პალასს წყვილებისთვის განსაკუთრებული შემოთავაზება აქვს.


მხოლოდ 110$-ად თქვენ შეგიძლიათ დაუვიწყარი დღე გაატაროთ თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად ჯადოსნურ გარემოში.

ქობულეთი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროს იმ ზოლზე, რომელიც თერაპიული თვალსაზრისით ბევრ სამკურნალო თვისებას აერთიანებს.


წელიწადის ამ დროს სასტუმრო განსაკუთრებით ლამაზია, რადგან სასტუმროს გარშემორტყმულ უამაზესი საუკუნოვანი ხე-ცენარეების ბაღში უფრო ნათლად ჩანს, როგორ გადადის ზაფხულის სიმწვანე ოქროსფერ ფერებში და ემზადება ჭაღარა ზამთრისთვის. ბაღში უამრავი მცენარეა, რომელიც შესაძლოა აქამდე არსად გქონდეთ ნანახი. ვერცხლის ნაძვები, მაგნოლიები, პალმები და უამრავი წიწვოვანი ხე ფერთა მრავალფეროვნებით აშკარად საოცარ სანახაობას ქმნის.


იმის გარდა რომ გარემო შთამბეჭდავად გამოიყურება, აქ უნიკალური მიკროკლიმატია… სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სანაპირო, მეცნიერული კვლევების დონეზე შესწავლილი და გამოკვლეულია, აქ ზღვა სტანდარტულზე უფრო ღრმაა, ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა კი დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებზე, კარდიოლოგიური დაავადებების გარდა კლიმატი დადებითად მოქმედებს გონების სიმშვიდის, დაძაბულობის შემცირებაზე.


წყვილებს, რომლებიც გადაწყვეტენ რომ „ტკბილი ნოემბრის“ ღამე აქ გაატარონ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ელით.
სასტუმრო საშემოდგომო ფასდაკლების ფარგლებში გთავაზობთ, მყუდრო კომფორტულ ნომერს, რომელიც ფართო აივნებით გამოირჩევა, საიდანაც ზღვის ხედით ტკბობის საშუალება გექნებათ. ამასთანავე, მეტი კომფორტისთვის და ზღაპრული გარემოს შექმნისთვის, დილით საუზმეს ოთახში მოგართმევენ.


რომ იცოდეთ აქ როგორი გემრიელი კერძები აქვთ, ამაზე უარს ნამდვილად ვერ იტყოდით… ჯანსაღი, ნატურალური ბიო პროდუქტებით დამზადებული… ქართული სტუმართმასპინძლობიდან გამომდინარე ძირითადი მიმართულება ტრადიციული სამზარეულოა, ევროპული კერძების შესანიშნავ მიქსთან ერთად. სასტუმროში დიდი ყურადღება ექცევა ჯანსაღ კვებას, ჯანსაღ მენიუს, რომ სტუმრები მუდმივად კმაყოფილები იყვნენ.


სწორედ ამ ჯანსაღი პროდუქტებით მოგიმზადებენ უგემრიელეს კერძებს საღამოს ვახშამზე, რომ დღე რომანტიულად დაამთავროთ… შუშხუნა წითელ ღვინოსაც მოგართმევენ, რომ გრძნობებით მთვრალს, კიდევ უფრო შეგეპაროთ სილაღე და დატკბეთ ამ ბედნიერი წუთებით.


მაგრამ სანამ დღის ბოლომდე მიხვალთ, სასტუმროს ყველა სერვისი თქვენს განკარგულებაშია. 41 760 მ კ ფართობზე გადაჭიმული სასტუმრო, სადაც უდიდესი ადგილი უჭირავს საუკუნოვანი მცენარეების ბაღსა და ბამბუკების ხეივანს არა ერთი სახის გასართობი და სპორტული აქტივობის ადგილია, ღია მარილიანი წყლის აუზი ბაღში, ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები, მინი გოლფის მოედანი, ველოსიპედები, მაგიდის ტენისი, დახურული აუზი, სავარჯიშო დარბაზი და საუნა…. ყველაფერი თქვენს განკარგულებაშია, სასტუმროს შემოთავაზებაში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობა შედის, თანაც სრულიად უფასოდ.


თუმცა ყველაფერი აქ როდი მთავრდება, „ჯორჯია პალასი“-ის სახელგანთქმული და უამრავი მომსახურებით ცნობილი სპა ცენტრი თქვენს და თქვენს რჩეულს მასაჟს გთავაზობთ და არ დაგავიწყდეთ, რომ ესეც სრულიად უფასოდ!

სასტუმროს სპა ცენტრი სხეულის გაჯანსაღების, მოდუნების, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების, სხეულის კორექციის , სპეციალური პროცედურების მეშვეობით ორგანიზმის შლაკებისგან გაწმენდის საშუალებას მოგცემთ, რის შედეგადაც თავს გაცილებით ახალგაზრდად და მხნედ იგრძნობთ.


სურპრიზები „ჯორჯია პალასში“ აქ არ მთავრდება.. ახლა თქვენი ჯერია, მოჰკიდეთ თქვენს რჩეულს ხელი და მოუწყვეთ დაუვიწყარი უქმეები ჯადოსნურ გარემოში, აღმოაჩინეთ კიდევ უამრავი სასიამოვნო შეთავაზება სასტუმროს გუნდის მხრიდან და დარწმუნდით, რომ სამოთხე დედამიწაზეც არსებობს!

travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.