ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"დაიცავით დისტანცია და ატარეთ ნიღაბი, წინააღმდეგ შემთხვევაში კურორტები შეწყვეტს ფუნქციონირებას" - მიმართვა
15 მარტი, 2021

"დაიცავით სოციალური დისტანცია და ატარეთ ნიღაბი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კურორტები შეწყვეტს ფუნქციონირებას", - ასე მიმართავს მომხმარებლებს თხოვნით მთის კურორტების განვითარების კომპანია.

თუმცა, უწყების ცნობით, საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე არსებული საბაგიროები, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით, სრულფასოვნად ფუნქციონირებს. საბაგიროებში განსაზღვრულია ადამიანთა რაოდენობა, ბადეების საშუალებით მოწყობილია საბაგიროებთან მისასვლელი დერეფნები, სადაც ადამიანთა ნაკადი დაცვის პოლიციის თანამშრომელთა მიერ კონტროლდება. ამასთან, საბაგიროებში ნიღბის გარეშე არცერთი მომხმარებელი არ დაიშვება.

"ზემოთ ჩამოთვლილი რეგულაციებიდან, მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი არ იცავს დადგენილ წესებს და საფრთხეში აგდებს არა მარტო საკუთარ, არამედ ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობას. მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და დაცვის პოლიციის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ, რათა სამთო კურორტებზე დაცული იყოს ეპიდემიოლოგიური სტანდარტები და რეგულაციები, რაც აუცილებელია კურორტებზე არსებული საბაგიროების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის", - წერია მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებაში.
 

ცნობისთვის, მთის კურორტებზე საბაგიროები 8 მარტიდან ამუშავდა.
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.