ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დამბალხაჭო - როგორ დავამზადოთ დელიკატესი
24 აგვისტო, 2017

დამბალხაჭოს დასამზადებლად — გაწურულ ხაჭოს ამოიღებენ და მარილში გაქნიან. გაქნილ ხაჭოს გუნდის ფორმას აძლევენ. შემდეგ ძობანზე (ხის წნელისაგან დაწნულ ლასტზე) გასაშრობად დააწყობენ.

ზამთარში ძობანს ღუმელთან ახლოს მაღლა ჩამოკიდებენ, ხოლო ზაფხულში ჩრდილში აშრობენ, რათა მზის სხივი არ მოხვდეს და რაც ხაჭოს დასკდომას გამოიწვევს.

ზაფხულში ძობანი ჩიტებისაგან დაცვის მიზნით არა მარტო ლასტისაგან არამედ ოთხივე მხრიდან დაწნული ყუთისაგან შედგება. ხაჭოს გარკვეულ დონეზე გაშრობის შემდეგ (ძალიან მაგრად გამხმარიც არ შეიძლება) თიხის ქოთანში ალაგებენ.

ჩალაგება ხდება ერთმანეთის მიყოლებით და შეძლებისდაგვარად მჭიდროდ. ყოველი ჩალაგების შემდეგ ჰერმეტულად უკრავენ თიხის ქოთანს პირს. ადრე პირის მოსაკრავად გამოიყენებოდა ხბოს გამხმარი კუჭი. თიხის ქოთანის პირამდე ავსების შემდეგ, ხაჭოს ვიდრე არ დალბება უჰაეროდ ტოვებენ.

ქოთანი უნდა იმყოფებოდეს სარდაფში, 14-150C ტემპერატურაზე, რათა ხაჭო ნელა ჩალბეს რაც მის გემოზე დადებითად აისახება.

ასე უჰაეროდ დალბობის შემდეგ ჩალაგებული ხაჭოს გუნდები გარეთა გარსზე დამახასიათებელ ობს იკეთებს.

მომზადებისას თხელ ფენას (ობს) გადააცლიან და თხლად ჩათლიან. თუ ხაჭო გულამდეა დამბალი ცოტა ახალ (დაუმბალ) ხაჭოს დაუმატებენ. თუ გული არ აქვს დამბალი, ანუ რაღაც ნაწილი კიდევ არის დარჩენილი დასალბობი, მაშინ ახალი ხაჭოს დამატება არ უნდა.

გაცხელებულ ტაფაში რომელშიც ერთ არყის ჭიქა წყალს ჩაასხმენ (რომ არ მიიწვას) წვრილ ფრაქციებად დაქუცმაცებულ ხაჭოს ჩაყრიან, დაუმატებენ ერბოს და ასე მოაცხელებენ.

მიღებული ნარევი ვიდრე ადუღდება ერთმანეთში გაიქნება. რის შემდეგაც გადმოღებენ მიირთმევeნ ვიდრე  გაცივდება, რადგან გაცივების შემდეგ მიღებული ნარევი ძალინ მალე მაგრდება.

წყარო: bekauri.blogspot.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.