ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დიპლომატიური ტური კახეთში
25 მაისი, 2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დღეს, 25 მაისს "დიპლომატიური ტური"-ს ფარგლებში . საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ყვარელში იმყოფებიან.

ტურში მონაწილეობენ საქართველოში აკრედიტებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩები.

ტურის ფარგლებში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ეცნობიან კახეთის რეგიონის როგორც ეკონომიკურ, ასევე ტურისტულ პოტენციალს, მოინახულეს „მეღვინეობა ხარება“ , დააგემოვნს ქართული ღვინო და ქართული ტრადიციული კერძები.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

დიპლომატიური ტურის მონაწილეებისთვის კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო მიერ გაიმართა სპეციალური პრეზენტაციები, , თემაზე: „კახეთის რეგიონის კულტურა და ტრადიციები“ და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ, თემაზე: „საქართველოს ტურისტული პოტენციალი“.

დიპლომატიური ტური 2017-ის თანაორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.