ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გემოების მსოფლიო ატლასზე საქართველო 37 კერძით მოხვდა
24 ოქტომბერი, 2018
საქართველო გემოს მსოფლიო ატლასზე www.tasteatlas.com 37 კერძით არის წარდგენილი.
 
ატლასზე დასათაურებით რა და სად უნდა მიივირთვათ საქართველოში მოხვდა: ხინკალი, ხაჭაპური, ჯონჯოლი, ბადრიჯანი, ხარჩო, ხაში, ჩიხირთმა, კუბდარი, ტოლმა, მწვადი, ოჯახური, ხაშლამა, წიწილა ტაბაკა, ჩახოხბილი, ჩაქაფული, აჯაფსანდალი, ჩანახი, ლობიო, საცივი, ტყემალი, ბაჟე, ფხალი, აჯიკა, ფელამუში, ჩურჩხელა, ტყლაპი, მჭადი, შოთის პური, იმერული ხაჭაპური, ლობიანი, სოკო კეცზე, ელარჯი, ღომი, კუპატი, მუჟუჟი, კუჭმაჭი.
 
აღსანიშნავია, რომ კერძების გარდა რუკაზე მოხვდა საქართველოში ყველაზე პოპულარული ინგრედიენტები და საკვები პროდუქტის კატეგორიაში – ტენილი და სულგუნი, ასევე ხმელი სუნელი და ულუმბო (უცხო სუნელი).
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.