ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კრაკოვში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
25 ოქტომბერი, 2018
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში კულინარიის ფესტივალზე Najedzeni Fest ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ორგანიზებაღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა კომპანიამ Malinova გაუწია.
 
ფესტივალზე, ქართულ კუთხეში ყველა ის ღვინო იყო წარმოდგენილი, რომლის იმპორტიც საქართველოდან პოლონეთშიხორციელდება.
 
ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, პოლონეთში
მარკეტინგული აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.
 
„ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვაღონისძიება პოლონეთში მთელი წლის მანძილზე ტარდება. შედეგიც სახეზეა: 2012 წელს საქართველოდან პოლონეთში ექსპორტი 1 მლნ ბოთლი იყო, გასული წლის ბოლოს ექსპორტირებული ღვინის რაოდენობამ 2,7 მლნ ბოთლს მიაღწია“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.
 
პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. ზრდის
ტენდენცია მიმდინარე წელსაც შენარჩუნდა - 2018 წლის 9 თვის მონაცემებით,
საქართველოდან ექსპორტირებულია 2,5 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
 
ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარზე, პოლონეთში, მარკეტინგული აქტივობები 2012 წლიდან დაიწყო. ამჟამადსაქართველოდან პოლონეთში ღვინის ექსპორტს 40-ზე მეტი კომპანია ახორციელებს.

www.travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.