ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისში ტექნოპარკის გახსნა იგეგმება - ადგილად პარლამენტი და მიმდებარე ტერიტორია განიხილება
02 მაისი, 2022

მთავრობა ქუთაისში ტექნოპარკის გახსნას გეგმავს.

პრემიერმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ტექნოპარკის გახსნა ქუთაისის პარლამენტსა და მიმდებარე ტერიტორიაზე განიხილება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდიმნარეობს მსხვილ საინვესტიციო ჯგუფებთან.

„ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად შემოედინებიან IT-სპეციალისტები, ექსპერტები, ამ კომპანიებში დასაქმებული უამრავი ახალგაზრდა, ათასობით ადამიანი, რომლებიც საქართველოდან მუშაობენ და ემსახურებიან მთელს გლობალურ კომპანიებს. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა. აქტიურად განვიხილავ, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობასა და მის მიმდებარედ შეიქმნას ტექნოპარკი, რაც მისცემს საშუალებას ჩვენს ახალგაზრდებს, მათ შორის ქუთაისლებს, ადგილობრივებს, რომ დასაქმდნენ. ამას, მინდა მივაბა IT-სპეციალობების კურსები, უნდა გადავამზადოთ ჩვენი ათასობით ახალგაზრდა. ეს გეგმა გვაქვს, ამაზე ვმუშაობთ, არ მინდა წინასწარ საუბარი, მაგრამ ვინაიდან მკითხეთ, ქუთაისში განვიხილავთ ტექნოპარკის შექმნას. მათ შორის არის შემოთავაზებები მსხვილი ჯგუფებისგან, ებრაული კომპანიები არიან, ასევე ევროპული, ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებსაც აქვთ სურვილი და ინტერესი. შეიძლება აქ გაკეთდეს უნიკალური, ძალიან თვალსაჩინო ტექნოლოგიური პარკი, როგორიც არის „სილიკონ ველის" მსგავსი ამერიკაში. ორი მსხვილი ჯგუფია გამოკვეთილი, გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ ჩვენ გვინდა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული. დავასაქმოთ არა მხოლოდ ჩამოსულები, არამედ ადგილობრივები. გადავამზადოთ ისინი, IT-სპეციალობები არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსოფლიოში. კარგი IT-სპეციალისტების საშუალო ხელფასი თვეში 4-5 ათას დოლარს შეადგენს. რაც მთავარია, ისინი მოემსახურებიან არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ კომპანიებსაც. ამ და სხვა პროექტებზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ", - აღნიშნა პრემიერმა.

business-partner.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.