ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მცხეთაში მრავალფუნქციური ქალაქი და ღვინის მუზეუმი შენდება (ფოტოები)
17 მარტი, 2021

ღვინის ქარხანა, ღვინის მუზეუმი,  სასტუმრო - „სამეფო მარანი“ მცხეთაში ქალაქის სტილის მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. როგორც პროექტის ავტორმა კომპანია „სტუდია 9“-მ კომერსანტთან განაცხადა პროექტი 2022 წლისთვის დასრულდება.

„მცხეთაში, კერძოდ  ნარეკლავში უკვე მიმდინარეობს მრავალფუნქციური ქალაქის მშენებლობა, სადაც  7 ჰექტარზე გაშენებულია ვენახი. ამ კომპლექსში იქნება ღვინის ქარხანა, ღვინის მუზეუმი სასტუმრო, საბანკეტო დარბაზი, სახელოსნოები, მაღაზიები, საკონფერენციო დარბაზები -  ეს იქნება პატარ ქალაქი, დაახლოებით 20 000 კვადრატულ მეტრზე.

 ამჟამად პროექტი მშენებარეა და ვფიქრობთ 2022 წლისთვის დასრულდება, თუ რამემ ხელი არ შეუშალა პროცესებს. ამჟამად ვაკეთებთ ინტერიერის დიზაინს.

 მცხეთა ტურისტული თვალსაზრისით ორადაა გაყოფილი - ძველი და ახალი ზონები.  ნარეკლავში ტურისტი ფაქტობრივად არ სტუმრობს, მაგრამ ახლა ვფიქრობ ძალიან საინტერესო ობიექტი გახდება,“ - განმარტავს სტუდია 9 - ს დირექტორი ზურაბ წიკლაური.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.