ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2021-2022 წლების სათხილამურო სეზონზე აბონემენტის ფასი 700 ლარია - მთის კურორტების კომპანია
09 მარტი, 2021

მთის კურორტების განვითარების კომპანია სეზონურ მულტიქარდს 700 ლარად ყიდის.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სეზონური მულტიქარდი 600 ლარი ღირდა, მაგრამ როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განმარტავენ, მფლობელი 700 ლარიანი მულტიქარდით როგორც 2021 წლის ზამთრის და ზაფხულის სეზონებზე ისარგებლებს, ისე - 2022 წლის ზამთრის სეზონზეც.

ბავშვის შემთხვევაში სეზონური მულტიქარდის ფასი 350 ლარია, სტუდენტური სეზონური მულტიქარდი კი, 350 ლარი ეღირება.

რაც შეეხება ერთდღიან აბონემენტებს, მისი ფასი უფროსის შემთხვევაში - 40 ლარი, ხოლო ბავშვის შემთხვევაში 25 ლარი იქნება.

გუდაური/ბაკურიანი/გოდერძი/მესტიის საბაგიროებზე სეზონზე 10-დღიანი მულტიქარდის ფასი 270 ლარი იქნება უფროსის შემთხვევაში, ბავშვის შემთხვევაში კი - 135 ლარი.

შეგახსენებთ: დღეიდან საქართველოს მთის კურორტებზე საბაგიროები ჩაირთო. როგორც bm.ge-ის მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს, გუდაურის საბაგიროებზე ერთი ასვლა 10 ლარი ეღირება. სამი ასვლის ფასი კი, 25 ლარი იქნება.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.