ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რაჭული ღვინის გაცოცხლებული ლეგენდა და გემოები
16 დეკემბერი, 2020

რა იქცა რაჭული ღვინის კომპანიის შექმნის მთავარ იდეად ? 

სანდრო ქავთარაძე, ნაბერაული ვაინსის პროექტის დირექტორი: ჩვენი კომპანიის ისტორია ვაზისა და ღვინის კულტურის სიყვარულით იწყება. თავდაპირველად სოფელ სადმელში ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ვენახების რამოდენიმე ჰექტარი შევიძინეთ. საცდელად დაწურულმა ხვანჭკარამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ჩავთვალეთ, რომ ამ საოცარ ღვინოს სიამოვნება მეტი ადამიანისთვის უნდა მიენიჭებინა.

მალევე გაჩნდა ჩვენი საწარმოს მშენებლობის იდეა და დღესდღეობით, რაჭაში, ნაბერაული ვაინსის მარანი ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და დახვეწილი არქიტექტურის მქონე ნაგებობაა, რომლის მრგვალი, გამჭვირვალე ატრიუმიდან კარგად ჩანს ღვინის ავზების განლაგება. საინტერესო ვიზუალის გარდა, იგი ერთ-ერთია, რომელიც უახლეს და უიშვიათეს დანადგარებს აერთიანებს.

რა არის კომპანიის მიზანი და რა იქცა ბრენდის შექმნის შთაგონების წყაროდ?

ჩვენი მთავარი მიზანია, პირველ რიგში ქართველ, შემდგომ კი უცხოელ მომხმარებელს გავაგებინოთ და სწორად მივაწოდოთ რაჭული ღვინის გემო. დავანახოთ, რომ რაჭული ღვინო ცალკე აღებულ ხვანჭკარაზე გაცილებით მეტია.

შესაბამისად, ამ ძალიან რაჭული ბრენდის შექმნის შთაგონების წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს რაჭული ღვინის კულტურის გამრავალფეროვნება, ახალი ტექნოლოგიებით ძველი გემოების ძიება და განვითარება.

საიდაინ მოდის ბრენდის ლეგენდა და ვინ არის ნაბერაულის სამიზნე აუდიტორია?

ნაბერაულის ღვინოების ადგილწარმოშობის ლეგენდას, რომლის გაცოცხლებაში რაჭის ადგილობრივი მოსახლეობა დაგვეხმარა, გვერდი ვერ ავუარეთ და ბრენდის სავიზიტო ბარათად ვაქციეთ. მის თანახმად, მაშინ როდესაც საქართველოს ბარი მტრის შემოსევებს იგერიებდა, ხელოვნების ნიმუშები და ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი – ვაზი, მთაში გაიხიზნა. სწორედ რაჭის მთებში, მტრისაგან მალულად ვაზის ამ უნიკალურ ჯიშებს ბერები აშენებდნენ და მთელი წლის განმავლობაში თავს დასტრიალებდნენ, შემოდგომის ცივ, მოსავლის აღებისთვის შესაფერის ამინდში კი, კრეფდნენ და იმ საოცარ ღვინოებად აქცევდნენ, რომელთა უნიკალური გემოების გამეორება ნაბერაულმა შეძლო. ბრენდის სახელწოდებაც სწორედ ამ ისტორიას უკავშირდება.

როდესაც საუბარია ღვინის ხარისხზე, იგულისხმება არა მხოლოდ სითხე, არამედ ყველა ის დეტალი, რაც საბოლოო პროდუქტის შექმნასთან არის დაკავშირებული. ასე იქმნება ის უნიკალური ღვინოები, რომლებსაც შესაბამისი მომხმარებელი, შემფასებელი და დამფასებელი სჭირდება.

ვინ არიან ადამიანები, ვინც ნაბერაულის შექმნაში იღებენ მონაწილეობას?

ნაბერაულის გუნდის დაკომპლექტებისას, თითოეული წევრის შერჩევის და ჩვენს მეგობრულ ოჯახში მიღების მთავარი კრიტერიუმი ანთებული თვალები, ანთებული გულები და ღვინის, როგორც კულტურის დაუოკებელი სიყვარულია. ამ მიდგომით მივიღეთ უშიშარი და ახალგაზრდული, თუმცა ძალიან გამოცდილი გუნდი, საქმის უდიდესი სიყვარულით და ამბიციებით. გუნდის თითოეული წევრი თავისი მიმართულების პროფესიონალია და ეს ინდივიდუაურად ვარსკვლავი პერფორმერები საოცარ ტანდემს ქმნიან. ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, თქვენით უნდა ნახოთ როგორი მუხტია ჩვენთან. წასვლა აღარ მოგინდებათ.

აუცილებლად ხაზგასმით აღსანიშნავია ჩვენი მეღვინე, გიორგი (თევზა) თევზაძე, რომელიც არა მარტო პროფესიონალი მეღვინე, არამედ ცნობილი მასტერ-დისტილერია. ამ ფაქტმა კი მოგვცა სითამამე, რომ გარდა ღვინის წარმოებისა, დისტილაციაშიც მოგვესინჯა ძალები და ქართველი მომხმარებლის წინაშე მალე ჭაჭასაც წარვადგენთ.

მოგვიყევით ნაბერაულის სამომავლო გეგმების შესახებ

2021 წლის გაზაფხული ჩვენთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ბევრი სიახლე იგეგმება, მათ შორის, მარნის ტერიტორიაზე ღვინის სივრცის მოწყობა, სადაც სიამოვნებით  ვუმასპინძლებთ სტუმრებს და მოვაწყობეთ დეგუსტაციებს.

კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია სოციალური პასუხისმგებლობის ქონა, განსაკუთრებით იმ რეგიონის მიმართ, სადაც ჩვენი ბრენდი დაიბადა. სწორედ ამიტომ, ნაბერაულის ღვინის სივრცეში დიდი ადგილი დაეთმობა ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქტებს (რაჭული ლორი, ყველი, თაფლი, ნიგოზი და სხვა), იმისთვის რომ დავეხმარეოთ მათ ცნობადობის გაზრდასა და რეგიონის ფარგლებს გარეთ გასვლაში.

გარდა ყველა ზემოთხსენებული გეგმისა, გასაკვირიც არ იქნება ის ფაქტი, რომ ნაბერაული ექსპორტისთვის ემზადება და ძალიან მალე ჩვენი ძალიან რაჭული ღვინის დაგემოვნებას უცხოელი მომხმარებელიც შეძლებს.

სად არის შესაძლებელი ნაბერაულის ღვინოების შეძენა?

ჩვენი ღვინოების შეძენა ღვინის მოყვარულებს შეუძლიათ 8000 მოსავალში, მის ონლაინ მაღაზიასა და Extra.ge–ზე, ასევე მაღაზიებში ჩაიმანია და პონატი. ასევე, დეკემბრის შუარიცხვებიდან სავაჭრო ცენტრ ჰოუმმარტის ტერიტორიაზე საკუთარი სტენდით წავრსდგებით და ნაბერაულის ღვინოების შეძენა აგროჰაბისა და ევროპროდუქტის ქსელშიც გახდება შესაძლებელი.

commersant.ge

 




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.