ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შრომის ინსპექციამ გუდაურსა და ბაკურიანში 186 ობიექტი შეამოწმა - შედეგები
15 მარტი, 2021

ბაკურიანსა და გუდაურში არსებულ ვითარებაზე მონიტორინგს შრომის ინსპექტორთა ჯგუფები შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

ამ დროისთვის, დამსვენებელთა შორის სოციალური დისტანციის, ნაკადების კონტროლის დაცვისა და ერთ სივრცეში მაღალი კონცენტრაციის პრევენციის მიზნით, ბადეების საშუალებით მიმდინარეობს სპეციალური დერეფნების მოწყობა. პარალელურად, გრძელდება ინსპექტორთა ჯგუფების ჩართულობით ობიექტების მხრიდან დადგენილი რეკომენდაციების დაცვაზე კონტროლი. ასევე, ინსპექტორები ზედამხედველობას უწევენ ობიექტების შესასვლელებს.

9-13 მარტის პერიოდში შრომის ინსპექციამ გუდაურსა და ბაკურიანში სულ 186 ობიექტი შეამოწმა. პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, მათგან 146-ზე გაიცა სიტყვიერი გაფრთხილება, 18 პროტოკოლის დაცვაზე კითხვარის საშუალებით შემოწმდა. 22 ობიექტის გადამოწმებისას კი დადგინდა, რომ წესების დაცვით ოპერირებდნენ.

შრომის ინსპექციის სამსახური საკურორტო ზონებში განთავსებული ობიექტების ხელმძღვანელებსა და მოქალაქეებს მიმართავს. უწყება მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.