ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წყალტუბოში 5*-იანი სასტუმრო "ივერიის" მშენებლობაში ინვესტიციას Demirören-ი ჩადებს
12 აგვისტო, 2022

კომპანია Demirören ჰოლდინგი წყალტუბოში ახალი, 5*-იანი სასტუმრო "ძველი ივერიის" მშენებლობაში ინვესტიციის დაბანდებას გეგმავს.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი Demirören ჰოლდინგის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა.

კომპანია განიხილავს ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, უძრავი ქონების სექტორში, ენერგეტიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემოა, დაბალი გადასახადები და ქვეყნის უნიკალური ადგილმდებარეობა კი საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას Demirören ჰოლდინგის ვიცე-პრეზიდენტი ზია ალემდარი, ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები - სინან ოქტაი და ალაათინ აიკაჩი, აგრეთვე, „Lidia ჯგუფის" თავმჯდომარე კივანჩ ოქტაი და "პეტროკას ენერჯი ჯგუფის" დამფუძნებელი ივანე ნაკაიძე ესწრებოდნენ.

business-partner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.