ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი გორდი
კატეგორიები
ხონის მუნიციპალიტეტი ეგრისის ქედის სამხრეთ კალთებზე, იმერეთის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.
 
მის ტერიტორიაზე უამრავი ლამაზი ადგილია, რომელთაგან თავისი უნიკალური ბუნებრივი პირობებით ჯერ
კიდევ XIX საუკუნეში სამეგრელოს დიდ თავადს, დავით დადიანს, სოფელი გორდი გამოურჩევია და იქ საზაფხულო რეზიდენცია აუგია.  1860-იან წლებში გორდს ეწვია რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე, რომელმაც სოფელს რკინის ხიდი აჩუქა. 
 
ჯანსაღი ჰავისა და შესანიშნავი ბუნების წყალობით გორდი გასულ საუკუნეში საქართველოს კლიმატური კურორტების ნუსხაში შევიდა.  ჩრდილო-დასავლეთით ხონის მუნიციპალიტეტი ლეჩხუმსა (ცაგერი) და სამეგრელოს (მარტვილი) ესაზღვრება. სწორედ ამ საზღვარზე გადის კავკასიონის კირქვული ზოლის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და მაღალი მთათა მასივი - ასხი (400 კმ2). მისი უმაღლესი წერტილის, გადრეკილის სიმაღლე 2520 მ-ია. მასივზე არსებობს რვა ათეულზე მეტი კარსტული სიღრუე, რომელთა ფართობი 24 ათას მ2-ს აღემატება. 
 
მიწისქვეშეთში 42 მღვიმე, მრავალი ნაკადული, მდინარე და ტბაა. ზოგიერთი მღვიმე ბუნებრივ საყინულეს წარმოადგენს, ზოგიერთის ფსკერზე კი მიწისქვეშა წყლების ნაკადი გაედინება და გარეთ ულამაზეს ჩანჩქერებად გადმოდის. მღვიმეები ერთმანეთს უკავშირდება გვირაბების რთული სისტემით, რომელთა სავარაუდო სიგრძე 15 კმ-ზე მეტია. მასივის ზოგიერთ კარსტულ მღვიმეში ქვის ხანის ადამიანის ადგილსამყოფელი, სხვადასხვაგვარი იარაღი და უძველესი ცხოველების ნაშთები აღმოაჩინეს. უფრო გვიანდელ პერიოდში ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოკვეთილი მღვიმეები თავშესაფრისა და ციხესიმაგრის ფუნქციას ასრულებდა.
 
დღეისთვის ასხის მასივი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტია როგორც იმერეთის, ისე სამეგრელოს რეგიონისთვის.
 
მდებარეობა: ასხის მასივი, მდინარე ოკაცეს ხეობა.
მანძილი: ხონიდან – 13 კმ, ქუთაისიდან – 38 კმ, თბილისიდან – 273 კმ.
რელიეფი: მთაგორიანი.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 800 მ.
კლიმატი: სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, ზაფხული თბილი, ზომიერად ნოტიო. საშუალო წლიური
ტემპერატურა 140ჩ.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1790 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 85%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2000-2100 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა.
მკურნალობის სახეობები: კლიმატოთერაპია, ტერენკური.
სამკურნალო ჩვენებები: ნერვული და გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემების დაავადებები, საერთო გადაღლა.
 
გამომცემლობა "კლიო"
© ყველა უფლება დაცულია
"საქართველოს 100 კურორტი“
 

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.