ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ლისის ტბა
კატეგორიები
თბილისის ტერიტორიაზე მდებარე რეკრეაციული ზონებიდან გამორჩეულია ლისის ტბა.
განსაკუთრებული კლიმატური პირობებითა და თერმული წყლებით მდიდარი საკურორტო ზონა ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალზე, სხვა უბნებზე თითქმის 100 მეტრით მაღლა მდებარეობს. ლისის ტბის სარკის ფართობი 0,47 კმ2-ია, აუზის ფართობი -16 კმ2, მაქსიმალური სიღრმე - 4 მ. ნაპირები, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ზომიერად არის დაქანებული, რაც ბანაობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ტბა წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით საზრდოობს. შედარებით მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი - შემოდგომაზე. ზაფხულობით წყლის ტემპერატურა 280ჩ-ს აღწევს, ზამთრობით კი ხშირად ჩნდება ყინულნაპირი. ტბის წყალი გამოირჩევა საერთო მინერალიზაციის მაღალი დონით (2695 მგ/ლ), რომელშიც დიდი ადგილი უჭირავს გოგირდმჟავა კალციუმისა და მაგნიუმის მარილებს. თბილისელები ლისის ტბას ჯერ კიდევ მაშინ სტუმრობდნენ, როცა იქ არც გამწვანება იყო და არც სათანდო პირობები დასვენებისთვის, თუმცა ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქის ხვატისგან თავის დასაღწევად სუფთა და გრილი ჰაერიც საკმარისი იყო. ტბის მიდამოების კეთილმოწყობა 1937 წლიდან დაიწყო. მაშინ ტბის ირგვლივ 1400-მდე სხვადასხვა ჯიშის მცენარე
დაირგო და გარემო გამწვანდა. ამჟამად ლისის ტბა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ზონაა. 2007 წელს მის სიახლოვეს გაიხსნა თბილისის ახალი იპოდრომი, რომელიც 31 ჰა ტერიტორიას მოიცავს და ცხენოსნობის მოყვარულებისთვის უსაყვარლესი ადგილია. ტბის მიდამოებიდან დედაქალაქზე უმშვენიერესი ხედი იშლება.
 
საკურორტო ადგილი ლისის ტბა
 
მდებარეობა: თბილისის სამხრეთ-დასავლეთის განაპირა რაიონი, მდ. დიღმის წყლის და მდ. ვერეს შორის.
მანძილი: თბილისის ცენტრიდან – 17 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 724 მ.
რელიეფი: ბორცვიანი პლატო.
კლიმატი: რბილი, კონტინენტური, ზომიერად მშრალი. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო
ტემპერატურა 0,60ჩ. ზაფხული ცხელი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 24,10ჩ. ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 513 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 66%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2500 სთ. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის
ჰავა და ჰიპერთერმული, სუსტად სულფიდური, ქლორიან- კარბონატული, ნატრიუმიანი, კაჟმჟავა მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,3-0,5 გ/დმ3; 
დებიტი: 1, 8 მლნ ლ/დღ-ღ; სამკურნალო სულფიდური
ტალახის საბადო (კუმისის ტალახის ტიპის).
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, აქტიური კლიმატოთერაპია (ბანაობა ტბაში,
ჰაერის და მზის აბაზანები).
სამკურნალო ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემების, სახსრებისა და
გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები.
 
 
1. ბოლო წლებში ლისის ტბის სანაპირო ზოლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა: განახლდა სარეკრეაციო ზონა, მოეწყო პლაჟი და დაიგო სანაპირო ბილიკი. მომავალში ტბის სრულ პერიმეტრზე სარბენი, სასეირნო და საველოსიპედე ბილიკების მოწყობა იგეგმება, ამოქმედდება ახალი თერმული აბანო (ტბის შემოგარენში რამდენიმე თერმული წყაროა).
 
2. ლისის ტბა მდიდარია სარეწაო მნიშვნელობის თევზის
ჯიშებით: მრავლადაა საზანი, თეYთრი სქელშუბლა, კარასი,
ამიტომ მას ხშირად სტუმრობენ თევზაობის მოყვარულები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.