ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სალაშქრო-სათავგადასავლო ტური კოშკების საუფლოში – ხადას ხეობა
კატეგორიები
სალაშქრო-სათავგადასავლო ტური კოშკების საუფლოში – ხადას ხეობა
კატეგორია: სათავგადასავლო ტურები
პერიოდი: ინფორმაცია არ არის
მდებარეობა: საქართველო



ტურის ღირებულება


აღწერა

სალაშქრო – სათავგადასავლო ტური ხადას ხეობაში –  კოშკების საუფლო. რატომ არ გვასვენებს წარსული, რატომ გვინდა ვიცოდეთ უფრო მეტი მასზე? იმიტომ, რომ სინამდვილეში წარსული სადღაც უკან კი არა, ჩვენშია – თავად დავატარებთ. ამიტომაც ვძლიერდებით საამაყო წარსულით, ვიხედებით მასში თამამად, რადგან “იქიდან კარგი ამბავი მოდის.” ერთ-ერთი ასეთი კი ხადას ხეობა – კოშკების საუფლოს ამბავია. ჩვენ გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად  უძველეს ისტორიულ ადგილებში, იქ სადაც არასდროს ყოფილხართ, აღმოაჩინოთ თქვენთვის უცნობი მხარე და გაიგოთ მისი უცნობი ისტორია. გამოიყენეთ შანსი და გაიცანი უცნობი მხარე, შეიგრძენით წარსული დღეები და თქვენც გახდით    მისი ნაწილი.

სანახავი ობიექტები:

  • ანანური

  • შავი და თეთრი არაგვის შესართავი

  • ხადის 2 ჩანჩქერი

  • ლომისის ნიში და მჟავე წყლები

  • სოფლები-წკერე , ზაქათკარი,ციხიანი, გომურნი,

  • ხადის მთავარმოწამე ( სოფ. ბეგოთკარი)

  • ხადას ხეობის ციხე კოშკები

ხადას ხეობა – არაგვის ზედა წელში სოფელ ქვეშეთთან იწყება ულამაზესი ვიწრო ხეობა, რომელიც რამდენიმე კილომეტრზე ორ შვერილ კლდეს შუაა მოქცეული; შემდეგ კი ხეობა იშლება საკმაოდ დიდ ფართობზე. მთაგორიანი ადგილი რამდენიმე კილომეტრზე გრძელდება და შემოფარგლულია მეტად მაღალი მთებით. ეს ფართობი მთლიანად ალპური ზონაა და ხეები მხოლოდ ღრმად მიმავალი მდინარის ნაპირებზეა.ხადას ხეობა გამოირჩევა კოშკების სიმრავლით და ულამაზესი ხედებით. ხეობა თავისთავად ძნელად მისადგომია. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა დროის მესვეურთ დიდი და პატარა სიმაგრეები მაინც უშენებიათ. უკანასკნელი პერიოდის გამაგრება კი უწარმოებიათ ხეობის დასაწყისში. ხეობის ვიწრო კარის ჩასაკეტად გამოყენებულია მაღალი კლდის შეღრმავება და მასზე კედელი გრძლადაა მიშენებული. კედელში დატანებულია სათოფეები. დღესდღეობით, ხეობა მოსახლეობისგან თითქმის დაცლილია. წკერეში, ხეობის ბოლო სოფელში მხოლოდ სამი ადამიანი ცხოვრობს

ტურის დეტალები: 

– ტურის სახეობა: სალაშქრო – სათავგადასავლო

– ტრანსპორტი: მიკროავტობუსი 

– ტურის სირთულე: მარტივი, ამინდის გაუარესების შემთხვევაში საშუალო სირთულის.

– ფეხით გასავლელი მანძილი: 8 კილომეტრი

– ხანგრძლივობა: 1 დღე 

ფასში შედის:

  • ტრანსპორტირება

  • ინსტრუქტორთა ჯგუფი

  • ბუნებაში თვითგადარჩენის ინსტრუქტაჟი

  • პირველადი სამედიცინო დახმარება

  • სამწვადე და შოთი (დანარჩენი საკვები ყველას მოგვაქვს ინდივიდუალურად.)

  • ინტელექტუალური გასართობი თამაშები

გასათვალისწინებელი საკითხები :

  • შეკრების ადგილას არ ვაგვიანებთ.

  • ჩაცმულობა კომფორტული (სპორტული).

  • თან იქონიეთ თბილი მოსაცმელი,სალაშქრო ფეხსაცმელი,ჯოხი,სათვალე და წყალი.

  • ტური ჩატარდება ამინდის მიუხედავად .

  • მივყვებით წინაგამყოლს და არ ვუსწრებთ, არ ჩამოვრჩებით ჩამკეტ გამყოლს.

  • ორგანიზატორის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიხსნით პასუხისმგებლობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით



ფოტო გალერა

გადიდება
გადიდება
გადიდება


გაქვთ შეკითხვა?

თქვენი სახელი / გვარი
თქვენი ელ. ფოსტა
შეკითხვა
უსაფრთხოების კოდი



კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.