ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ლისი დეველოპმენტი
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

ლისი დეველოპმენტი
კატეგორია: ვილა
რეგიონი: თბილისი
მისამართი: თბილისი, მუხრან მაჭავარიანის ქ
ტელეფონი: 2 00 27 27 / 2 48 47 44 / 595 134 134
ვებ-გვერდი: http://www.lisi.ge
2644



აღწერა

გადმოდი მწვანე თბი - ლისზე

ლისი ახალი, ეკოლიგიური უბნის კონცეფციაა, ერთგვარი ქალაქი ქალაქში, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონითა და დახვეწილი, თანამედროვე არქიტექტურით. ახალი ქალაქის საცხოვრებელი კომპლექსის, ლისი ვერანდას ყოველი ფანჯრიდან გასაოცარი პანორამა იშლება თბი - ლისზე. საცხოვრებლის სამი ძირითადი ტიპი - ბინები, თაუნჰაუსები და ვილები - საერთო ტერიტორიის მხოლოდ მესამედია, დანარჩენი კი საგანგებოდ გაშენებული ბაღები იქნება. თბილისის ცენტრიდან ათიოდე წუთით დაშორებული მწვანე ლისი, განსაკუთრებულია კლიმატური პირობებითა და უნიკალური თერმული წყლებით. აქვეა განახლებული იპოდრომიც. ახალი გარემოს გარდა ლისი დეველოპმენტი მწვანე ქალაქის მაცხოვრებლის ჯანსაღი ცხოვრების სტილსაც უზრუნველყოფს.

ჩაერთე თბი - ლისის ახალი ისტორიის შექმნაში!

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ლისი დეველოპმენტი" მწვანე ქალაქი" -ს ფარგლებში შემდეგ პროექტებს ანხორციელებს: 


განახლებული ლისის ტბა - სარბენი, საველოსიპედე, სასეირნო ბილიკები, სანაპირო-სპორტული მოედანი, ახალი რესტორანი;

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში;

ტაძარი და ქართული საგალობლების ცენტრი;

ბრიჯ-ჰაუსი შემოქმედებითი სახელოსნოებით;

განახლებული გოგირდის აბანო;

სპა ცენტრი.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მწვანე ქალაქი ლისის პირველი საცხოვრებელი უბანი, 'ლისი ვერანდა' ვაშლიჯვრის დასახლებასთან ახლადგაყვანილი მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მახლობლად მდებარეობს. მისი მშენებლობა 2011 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2013 წლის შემოდგომაზე დასრულდა. ლისი ვერანდა საცხოვრებელი სახლების გარდა მოიცავს საცურაო აუზისა და პარკის პროექტებს. 


ლისი ვერანდაზე საცხოვრებლის სამი ძირითადი ტიპია: ბინები, თაუნჰაუსები და ვილები.

თაუნჰაუსი საქართველოში სრულიად ახალი სტილის, ორ ან სამფასადიანი, ინდივიდუალური საცხოვრებელი ნაგებობაა. ლისის თაუნჰაუსებისათვის საგანგებოდ რამოდენიმე განსხვავებული ტიპის პროექტი შეიქმნა. ყოველ თაუნჰაუსს ფასადის გასწვრივ საკუთარი ეზო ესაზღვრება.

თაუნჰაუსების გარდა ლისი ვერანდას ფარგლებში ასევე გვხვდება საერთო ტიპის საცხოვრებელი შენობები, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე 4 სართულს არ აღემატება. აქ არსებული ბინების ასევე მრავალი განსხვავებული პროექტი არსებობს.

ლისი ვერანდას მესამე ტიპის საცხოვრებელი ვილებია, ინდივიდუალური საცხოვრებელი ფართითა და საკუთარი ეზოთი.

ამ ეტაპზე დასრულებულია 120-ზე მეტი ბინის, 16 თაუნჰაუსისა და 2 ვილის მშენებლობა და მიმდინარეობს 19 დუპლექსის სტილის და 8 სტუდიოს ტიპის ბინების მშენებლობა. პროექტის მომდევნო ფაზა, რომელიც 2014 წლის აგვისტოში დაიწყო ითვალისწინებს 48000 მ²-ის მშენებლობას, რაც გულისხმობს 260 საცხოვრებელ ერთეულს (ბინა და თაუნჰაუსი).



ნომრები
ინფორმაცია არ არის


სასტუმროს სერვისები
ინფორმაცია არ არის


ფოტო გალერეა


ვიდეო გალერეა

ჩვენება
ჩვენება
ჩვენება
ჩვენება


ინფორმაცია არ არის


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.