ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ღვინის ტურიზმის ასოციაცია
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

ღვინის ტურიზმის ასოციაცია
კატეგორია: ტურისტული და არასამთავრებო ორგანიზაციები
რეგიონი: თბილისი
მისამართი: თბილისი, ინგოროყვას ქუჩა N3, თბილისი 0105
ტელეფონი: +995 591 70 08 91
ვებ-გვერდი: http://wine-tourism.org
3552



აღწერა

ორგანიზაციის შესახებ:

ღვინის ტურიზმის ასოციაცია დაარსდა 2014 წელს საინიციატივო ჯგუფის მიერ.

ორგანიზაცია წარმოდგენილია, როგორც არა-კომერციული იურიდიული პირი და მის პროფილს წარმოადგენს ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, ღვინის ტურიზმის პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა, გამოცდილებისა და ხედვის გაზიარება დარგის განვითარებულ და საწყის ეტაპზე მყოფი ობიექტებისთვის,  მდგრადი ტურიზმის ჩამოყალიბებაში ჩართულობა. ასოციაციის წევრები და მრჩევლები არიან ღვინისა და ტურიზმის დარგების წარმომადგენლები.

 

მისია:

ღვინის ტურიზმის სფეროში საქმიანი გარემოს შექმნა, კვალიფიკაციის და ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა, ბიზნესის გაფართოებისა და ინფორმაციის გაცვლის მხარდაჭერა.  


პრივილეგიები:

·         ურთიერთ-კავშირის დამყარების შესაძლებლობა ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელთაც საერთო იდეალები და ღირებულებები გააჩნიათ.

·         ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

·         უცხოელ და ადგილობრივ ტურ-ოპერატორებთან ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა.

·         პროფესიული კონსულტაცია და პოლიტიკური ადვოკატირება.

·         ბიზნესისა და პარტნიორების წრის გაფართოების შესაძლებლობა.    

 

წევრობის კანდიდატები:

·         ღვინის ტურიზში სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მსურველები.

·         ღვინის ტურიზმის განხრით ფუნქცირებადი ობიექტები: სასტუმროები, რესტორნები, ღვინის ბარები, ტურისტული და ღვინის კომპანიები და სხვა.

·         სხვადასხვა გაერთიანებები და ფიზიკური პირები.


გაწევრიანების პირობები:

·         ასოციაციაში გაწევრიანების მსურველმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა;

·         ასოციაციაში ახალი წევრის მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებენ დამფუძნებლები და გამგეობა; 

·         ასოციაციის გამგეობის თანხმობის შემდეგ ახალ წევრს ეგზავნება ელექტრონული შეტყობინება;

·         საწევროს გადახდის შემდეგ, ახალი წევრი ითვლება ღვინის ტურიზმის ასოციაციის წევრად.

·         საწევროს გადახდა შესაძლებელია წელიწადში 2-ჯერ, თანაბარი წილებით.  

·         ასოციაციის წევრობის გაუქმება ხდება წერილობითი განაცხადის საფუძველზე.


საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები: ღვინის ტურიზმის ასოციაცია

ს/კოდი: 405077768

ბანკი:  TBCBGE 22

ანგ/N: GE10 TB70 2143 6080 1000 08

Twitter:

Instagram:

Facebook:

 
 
 


ფოტო გალერეა


ვიდეო გალერეა

ჩვენება
ჩვენება



11 იანვარი, 2016
"ღვინის ტურიზმის ასოციაცია" სტუმრად გადაცემაში "შუადღე" GDS...


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.