წესები და პირობები

წესები და პირობები 

ვებ გვერდი www.travelingeorgia.ge წარმოადგენს და იმართება სს. “ტურიზმის განვითარების საინიციატივო საზოგადოების“ მიერ. 

თუ თქვენ ხართ გიდი და  ხემისაწვდომია ამ საიტზე ავტორიზაცია, საკუთარი გვერდის დამოუკიდებელი მართვა, განრიგის გაწერა და ჯავშნების მიღება, ნიშნავს რომ ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებს, რომელიც ყურადღებით გავთ წაკითხული და ყველა მოცემულობა თქვენთვის მისაღებია.

ჩვენი საიტის მომსახურეობის მიღება შესაძლებელია, თქვენს მიერ თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით ვადასტურებ, რომ წინამდებარე ვებგვერდზე ჩემს შესახებ ინფორმაციწარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა ჩემი როგორც უფლებამოსილი პირის საკუთარი სურვილით და ამისათვის გამაჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა. 

წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით უფლებამოსილებას ვანიჭებ სს „ტურიზმის განვითარების საინიციატივო საზოგადოებას“ და თანხმობას ვაცხადებ მასზედ, რომ სს. „ტურიზმის განვითარების საინიციატივო საზოგადოების“ მიერ ჩემს მიერ, საკუთარი საქმიანობის შესახებ შევსებული ყველა ველი/სარეკლამო მასალა,  გარდა კომფედენციალური მონაცემებისა გამოიტანოს და განათავსოს სს „ტურიზმის განვითარების საინიციატივო საზოგადოებამ“ ვებ - გვერდზე დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

 

დაამატეთ თქვენი კომპანია

 

 

წვდომა მონაცემების ხლვადობაზე:

       მონაცემთა ბაზაში არსებული გიდების შესახებ ინფორმაცია შეუძლია მოიძიოს მომხმარებელმა და გამოიყენოს მის დასაჯავშნად დაგეგმილი, ან მიმდინარე ტურისათვის.

 

რეგისტრაცია

 

 

ა) დაიცავთ მოხმარების წესებს და პირობებს

ბ) გაქვთ უფლებამოსილება დაარეგისტრიროთ თქვენი პროფილი;

გ) თქვენს მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია სარწმუნო და ზუსტია

დ) ხართ სრულწლოვანი (+18)

 

 

გიდის ვალდებულებები

ა) დაიცვას მოხმარების წესები და პირობები

ბ) მკაცრად დაიცვას კონფიდენციალობა მესამე პირებთან. იგი ვალდებულია, საიდუმლოდ შეინახოს და არ გაახმაუროს, ან გაავრცელოს მისთვის ’’კომპანიის’’ შეთავაზებული სერვისით სარგებლობის  პერიოდში მიღებული ინფორმაცია პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესით და უფლება არა აქვს გაანდოს მესამე პირს, ნებისმიერი სახით გამოიყენოს იგი საკუთარი ინტერესების სასიკეთოდ ან გახადოს იგი საჯარო. აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს ნებისმიერ მონაცემს ’’კომპანიის’’ კლიენტებისა და ბიზნეს–სუბიექტების შესახებ, ასევე კომერციული ფასეულობის მქონე გეგმებს, ფორმულას, პროცესს, პროგრამულ უზრუნველყოფას, „ნოუ ჰაუს“, მენეჯმენტის მეთოდებს, დამკვეთთა, ბიზნეს–სუბიექტთა და კლიენტთა მონაცემებს და გარიგებებს მათთან, მარკეტინგის სტრატეგიას და ბიზნეს–სუბიექტების მონაცემთა ბაზებს, ფინანსურ ინფორმაციას, ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც ’’კომპანიის’’ მიერ გამოიყენება ჯეროვანი მომსახურების გასაწევად ან რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან სხვა მნიშვნელოვან შედეგს, ასევე, ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელსაც ’’კომპანია’’ან/და ‘’კომპანიის’ კატალოგში მოხვედრილი ბიზნეს–სუბიექტი მიიჩნევს კონფიდენციალურად. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებით ‘’კომპანიისათვის’’ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და მატერიალური პასუხისმგებლობის საფუძველს. კონფინდეციალურობის ეს მოთხოვნა დაცული უნდა იქნეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგაც.

გ) მისამართის, კავშირგაბმულობისა და ელექტრონული საშუალებების შეცვლის შემთხვევაში, რეგისტრირებულმა გიდმა დაუყოვნებლივ დაარედაქტიროს პროფილი

დ) არ შექმნას „კომპანიის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის ასლები „კომპანიის“ წინასწარი ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ასლის შექმნა აუცილებელია „მომხმარებლის“ საქმიანობის განსახორციელებლად.

ე) „კომპანიის“ ვებ–გვერდზე განაახლოს თავისი პროფილი განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, არანაკლებ თვეში ერთხელ და აკონტოროლოს ჯავშნები ყოველდღიურად, დღეში ერთხელ საკუთარ ანგარიშში შესვლითა და შეტყობინებების შემოწმებით.

თ) მომხმარებელი აცნობიერებს და თანახმაა მიიღოს შეტყობინება ელ.ფოსტაზე, ტელეფონზე სს. "ტურიზმის განვითარების სიანიციატივო საზოგადოება"–ისაგან. გამოწერა: http://travelingeorgia.ge/subscribe/

 

ვალდებულება

 

www.travelingeorgia.ge იხსნის პასუხისმგებლობას საიტზე არსებულ ელექტრონულ მისამართებზე გაგზავნილი წერილებისა და თანდართული ფაილების შინაარსზე, გარდა იმ შეტყობინებებისა, რომლის დაგზავნაც ხდება სს. "ტურიზმის განვითარების საინიციატივო საზოგადოება"–ს მეშვეობით. გამომდინარე იქიდან, რომ www.travelingeorgia.ge წარმოადგენს მხოლოდ შუამავალ ბიზნესს მომხმარებელსა და მომწოდებელს შორის და ხელს უწყობს მათ შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას, არ იღებს არანაირ სახელშეკრულებო მონაწილეობას მათ შორის დადებულ ნებისმიერ გარიგებაში, გარდა www.travelingeorgia.ge - სგან მიღებული დაჯავშნის  გარიგებისა, რომლის საკომისო სარგებელი შეადგენს მხოლოდ 10% - ს

 

უსაფრთხოება

ფასიანი მომსახურების გამოყენებისას, მომხმარებელი ეთანხმება ყველა იმ დამატებით პირობას, რომელსაც ადგენს ს.ს. „ტურიზმის განვითარების საინიციატივო საზოგადოება“.

ფასიანი მომსახურების მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საიტზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და შეასრულოს ს.ს. ‘’ტურიზმის განვითარების საინიციატივო საზოგადოება“-ს მიერ მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება და არ გასცეს მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირზე.

 

კონფიდენციალობის დაცვა

ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ ჩვენ ვიღებთ თქვენს პირად ინფორმაციას თქვენგან მხოლოდ მაშინ,  როდესაც საიტზე რეგისტრირდებით, ან მოგვმართავთ საჭირო ინფორმაციისათვის. თუ თქვენ მხოლოდ ათვალიერებთ ვებ–გვერდს, არ არის აუცილებელი თქვენი პირადი ინფორმაციის გამჟღავნება: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია ან საკრედიტო ბარათის მონაცემები (რომელიც საჭიროა ინვოისის  გამოწერისას). თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა განუწყვეტლივ აკონტროლოთ და განაახლოთ ინფორმაცია საიტზე არსებული “Log In”ფუნქციის საშუალებით. ნებისმიერი ტიპის ცვლილება მონაცემებში გადამოწმდება „ტურიზმის განვითარების საინიციატივო საზოგადოება“ -ს ოპერატორების მიერ.

თქვენი პირადი მონაცემების გამოყენების მიზანი პირადი ინფორმაციის შეგროვების უმთავრესი მიზანია თქვენთვის ჩვენს ბიზნესში არსებული სიახლეების, ახალი შეთავაზებების, პროდუქტებისა და მომსახურების გაცნობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავხვეწოთ და განვავითაროთ მომსახურების სერვისი. თქვენი პირადი ინფორმაცია ასევე შეიძლება დაგვჭირდეს საგადახდო სისტემის მოსაწესრიგებლად.  გამოწერა / subscribe

ინფორმაცია, რომელსაც ანთავსებთ ჩვენს ვებ–გვერდზე შესაძლებელია გაგზავნილი იქნეს საზღვარგარეთ ჩვენს მიერ თქვენს მიმართ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნით.

 

კონფიდენციალურობასთან ან პერსონალური ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:contact@travelingeorgia.ge

 

გისურვებთ წარმატებებს

სს. "ტურიზმის განვითარების საინიციატივო საზოგადოება"