ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ამბროლაურს FIFA-ს სტანდარტების 2 სტადიონი ექნება
14 აგვისტო, 2018

ამბროლაურში FIFA-ს სტანდარტების 2 სტადიონი შენდება, თითოეულ მათგანი 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ორივე მათგანში მოეწყობა დამხმარე შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები.

ამ დროისთვის ამბროლაურში მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობის მეორე რიგის სამუშაოები, ბიუჯეტი 1 514 998 ლარია.

სპორტული კომპლექსის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოშიც. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 99 971 ლარს შეადგენს.

„ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2018 წელს მუნიციპალიტეტში 10-მდე მინი მოედნისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხორციელდება“, - განმარტავენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

ამბროლაურში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე 2.5 მლნ ლარი დაიხარჯება.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.