ამბროლაურში ამფითეატრის აშენება იგეგმება. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ის მომავალში რაჭის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტი გახდება.
ამფითეატრი ყოველწლიურად უმასპინძლებს სხვადასხვა ღონისძიებებს, ფესტივალებსა და გალა-კონცერტებს, რაც ხელს შეუწყობს ქართველი და უცხოელი ტურისტების ნაკადის ზრდას და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შეთავაზებას. რაჭაში იმედი აქვთ, რომ ეს დადებითად აისახება ტურიზმის სფეროს განვითარებასა და რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
ამფითეატრის აშენების დეტალები მხარის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ცნობილ მუსიკოსს ნიკოლოზ რაჭველთან უკვე განიხილეს და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ იგეგმება ნიკოლოზ რაჭველის მშობლიურ სახლის რეაბილიტაცია და მცირე კულტურული სივრცის მოწყობა, სადაც ცნობილი კომპოზიტორი ახალგაზრდებისთვის მასტერკლასებს გამართავს.
www.travelingeorgia.ge