ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Discovery საქართველოში საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flyadeal-ის გაყიდვების გენერალური დისტრიბუტორი და სახმელეთო მომსახურების წარმომადგენელი გახდა
24 მაისი, 2022

კომპანია Discovery საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის გაყიდვების გენერალური დისტრიბუტორი და სახმელეთო მომსახურების წარმომადგენელი გახდა. ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 28 ივნისიდან იწყებს და საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით კვირაში 15 სიხშირით იფრენს.
უფრო კონკრეტულად, ავიაკომპანიის მიერ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისის მიმართულებით ფრენები განხორციელდება ჯედადან 3 სიხშირით ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას, რიადიდან 4 სიხშირით ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს და დამამიდან 2 სიხშირით ყოველ სამშაბათს და კვირას, ხოლო ბათუმის მიმართულებით ჯედადან 3 სიხშირით ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას და რიადიდან 3 სიხშირით ყოველ ორშაბათს, სამშაბათს და პარასკევს. აღსანიშნავია, რომ Flyadeal-ის ავიაპარკში Airbus A320 და A320neo პირდაპირ საწარმოო ხაზიდან შედის.

“საუდის არაბეთის მიმართულება საინტერესოა საქართველოსთვის ტურისტული ბაზრისთვის. პირდაპირი ფრენები საშუალებას მისცემს საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, ხელმისაწვდომობას საუდის არაბეთში“, – განმარტავენ კომპანია Discovery-ში, რომელიც 20 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი გუნდითა და გამოცდილი მენეჯმენტით, ლიდერი კომპანიაა ქართულ საავიაციო და ტურისტულ სექტორში.

Discovery მომხმარებელსა და პარტნიორებს სთავაზობს ყველა სახის ტურისტულ მომსახურებას, დაწყებული ავია ბილეთების გაყიდვით, სატრანსპორტო მომსახურებით, ღონისძიებების ორგანიზებითა თუ სავიზო მხარდაჭერით.

“Discovery აქვს 11-ზე მეტი ოფისი მთელი საქართველოს მასშტაბით. ცენტრალური ოფისები განთავსებულია საქართველოს სამ დიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. კომპანიაში ფუნქციონირებს ცხელი და სამუშაო პროცესი მოიცავს 24/7 გრაფიკს.

Discovery აწვდის სხვადასხვა სერვისებს, როგორიცაა სახმელეთო მომსახურება, წარმომადგენლობით ფუნქციები და გაყიდვების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში, შემდეგ ავიაკომპანიებს: Lufthansa, LOT Polish Airline, airBaltic, Ukraine International Airlines, Aegean, Air Astana, Flydubai, Turkish Airline, EL AL, FlyArystan, Tarom, Aeroflot, Pobeda, Nord Avia, IsrAir, Arkea, Flynas, Uzbekistan Airways, Kuwait Airways, Jazeera Airways, Gulf Air, Salam Air, და ა.შ.

Discovery მსოფლიოში ერთერთი უდიდესი ტურისტული ორგანიზაციის – Lufthansa City Center-ის წევრი, რომელიც შესაძლებელს ხდის უზრუნველყოს საიმედო, მაღალი ხარისხის სერვისების ფართო სპექტრი მთელს მსოფლიოში.

2017 წლიდან Discovery ასევე DMC-ია და ვთავაზობთ მომხმარებელსა და პარტნიორებს მომსახურების სრულ სპექტრს, როგორიცაა ტრანსპორტირება, განთავსება, ტურებისა და ექსკურსიების დაგეგმვა, ღონისძიებების მენეჯმენტი და ა.შ. კავკასიის რეგიონში”, აცხადებენ Discovery-ში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას საქართველოს მიმართულებებით ოპერირების ნებართვა 19 მაისს მიანიჭა.

ავიაკომპანია Flyadeal-ი, წარმოადგენს საუდის არაბეთის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანია SAUDIA-ს შვილობილ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას, რომელიც მომხმარებელს რეისებს სთავაზობს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მიმართულებებით.

ასევე ავიაკომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და ავიაბილეთების მარტივად შესაძენად დაუკავშირდით კომპანია Discovery საქართველოში Flyadeal-ის გაყიდვების გენერალურ დისტრიბუტორსა და სახმელეთო მომსახურების წარმომადგენელს: https://www.facebook.com/LTDDiscovery, ტელ: 032 290 09 00; თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ.10, ბათუმი, მელაშვილის ქ. 9

აღსანიშნავია, რომ არაბული სამყაროსთვის საქართველო ტურისტულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდა. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით მიმდინარე ეტაპისთვის საქართველოში საუდის არაბეთიდან ტურისტების რაოდენობა აპრილში 2021 წლის აპრილთან შედარებით
1694,1%-ითაა გაზრდილი.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.