ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ერეკლე კოკაია: ქუთაისში არ იყო ისეთი კლასის სასტუმრო, რომელსაც ევროპელები ითხოვენ
13 ივნისი, 2022

ქუთაისი Inn-ი სტუმრებს უკვე იღებს, თუმცა, სასტუმრო ოფიციალურად გაიხსნა

„დიდი მოთხოვნაა ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის გამო. ქალაქში კი არ იყო ისეთი  კლასის სასტუმრო, რომელსაც ევროპელები ითხოვენ. ეს არის ქუთაისში ყველაზე დიდი სასტუმრო,“-აცხადებს კოკაია.

მისი განცხადებით, 5 ვარკვლავიანი ქუთაისი Inn-ი არის  მაღალი დონის,100 ნომრიანი  სასტუმრო. Inn Group-მა ქუთაისი Inn-ის მშენებლობაში  ჯამში ₾15 მლნ-იანი ინვესტიცია განხორციელდა. 

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის  პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში.

business-partner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.