ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
«ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა»-ექსპედიცია რაჭის შეუსწავლელ მღვიმეში [ფოტო]
06 დეკემბერი, 2017

მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდი" 4 წევრი რაჭაში, ნაქერალას ქედზე ერთ-ერთ შეუსწავლელ მღვიმეში  იმყოფებოდა.  როგორც კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი ირაკლი ჯულაყიძე აღნიშნავს, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 

"ეს იყო გეგმიური ექსპედიცია, გვქონდა ინფორმაცია ამ ადგილის შესახებ, თუმცა რა ემოციებიც მღვიმის დათვალიერებამ გამოიწვია, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.  ამას არ ველოდით, “-განაცხადა ჯულაყიძემ.

„რაჭაში ჩვენ ერთ-ერთ შეუსწავლელ მღვიმეში ვიყავით. მღვიმის ყელთან მისული იყო ის ადამიანი, ვინც მიგვიყვანა იქ და სიღრმეში პირველები ჩვენ შევედით. აღმოჩნდა ორი დიდი დარბაზი, რომლებშიც უხვადაა სტალაქტიდები, სტალაგმიტები, სტალაგნატები და ექსცენტრული ნაღვენთები. მღვიმეს აქვს 4-5 მეტრის სიგანის  და 1 მეტრი სიმაღლის შესასვლელი და ასევე 2-3 მეტრის დიამეტრის გასასვლელი. დარბაზში წარმოდგენილია ვიწრო მილისებრი გადასასვლელები. ჭერის მაქსიმალური სიმაღლე 10-15 მეტრია, ხოლო საერთო სიგრძე დაახლოებით 150 მეტრია.  პირველ დარბაზს ჩვენი ტრაგიკულად დაღუპული მეგობრის, რამაზ ცნობილაძის სახელი დავარქვით. მეორე დარბაზში ორი ჭა არის წარმოდგენილი, რომელთა სავარაუდო სიღრმე 6-დან 20-მეტრამდეა. მღვიმეს ცხოველები, ძირითადად კი, დათვები თავშესაფრად იყენებდნენ. ვნახეთ ადამიანის თავის ქალები, ჩონჩხები, რომლებზეც იყო ნაღვენთები“,- აღნიშნა ჯულაყიძემ.

 

მისივე თქმით, მღვიმე, რომელიც საქართველოს კარსტრული მღვიმეების სიაში  დატანილი არ არის, მიმზიდველი იქნება ექსტრემალი ტურისტებისთვის.

„შევამოწმეთ და საქართველოს კარსტრული მღვიმეების კადასტრში და ეს მღვიმე შეტანილი არ არის. ხალხს თუ ეცოდინება მისი არსებობის შესახებ, უკეთესი იქნება. მისი მონახულებით ექსტრემალი ტურისტები დაინტერესდებიან. ამ ტერიტორიაზეა ჩვენს მიერ მანამდე აღმოჩენილი "მურადის მღვიმეც".  დავათვალიერეთ რაჭის მასივის აღწერილი მღვიმეები. ორივე გასასვლელი ჩვენ ვიპოვეთ, კლუბმა "თეთნულდმა".  ექსპედიციამ თავისი მისია შეასრულა მეორე დარბაზში არსებული ორი ჭა, რომლებშიც ცოცხალი ორგანიზმების არსებობა დასტურდება, გამოსაკვლევია“,-განაცხადა ჯულაყიძემ.

კლუბ "თეთნულდის" გეგმებში დასავლეთ საქართველოში არსებული კიდევ რამდენიმე მღვიმისა და ბუნებრივი ობიექტების გამოკვლევაც შედის, ექსპედიციების მოწყობა ფინანსებთანაა დაკავშირებული და „თეთნულდი“ ეტაპობრივად გამოიკვლევს სხვადასხვა საინტერესო და შეუსწავლელ ადგილებს. 

  

„არის კიდევ რამდენიმე მღვიმე იმ ტერიტორიაზე.  ექსპედიციების მოწყობა ფინანსებთანაა დაკავშირებით და ალბათ ნელნელა  კიდევ უკეთ გამოვიკვლეთ. არა მხოლოდ რაჭის მიმართულებით, გვინდა ექსპედიციები იმერეთშიც მოვაწყოთ, აქაც ბევრი გამოუკვლეველი ადგილია, მაგალითად,გვაქვს ინფორმაცია, რომ  სოფელ ხრეითში საინტერესო ბუნებრივი ობიექტია. გავდივართ ექსპედიციებში და ვცდილობთ, რომ ამის შესახებ მეცნიერებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომლებიც უკვე აქტიურად არიან ჩართულები მღვიმის შესწავლის საქმეში. სპეციფიკური კვლევებია საჭირო, რომლებსაც, მინიმუმ, დრო სჭირდება“,-აღნიშნა ჯულაყიძემ.

„არის კიდევ რამდენიმე მღვიმე იმ ტერიტორიაზე.  ექსპედიციების მოწყობა ფინანსებთანაა დაკავშირებული და ალბათ, ნელ-ნელა კიდევ უკეთ გამოვიკვლეთ. არა მხოლოდ რაჭის მიმართულებით, გვინდა ექსპედიციები იმერეთშიც მოვაწყოთ, აქაც ბევრი გამოუკვლეველი ადგილია, მაგალითად, გვაქვს ინფორმაცია, რომ სოფელ ხრეითში საინტერესო ბუნებრივი ობიექტია. გავდივართ ექსპედიციებში და ვცდილობთ, რომ ამის შესახებ მეცნიერებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომლებიც უკვე აქტიურად არიან ჩართულები მღვიმის შესწავლის საქმეში. სპეციფიკური კვლევებია საჭირო, რომლებსაც, მინიმუმ, დრო სჭირდება“,-აღნიშნა ჯულაყიძემ.

 

მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბმა „თეთნულდი“ გასულ წელს რაჭაში, კიდევ ერთი მღვიმე აღმოაჩინა, რომლის შესახებაც ფილმიც გადაიღეს, მღვიმეს სახელიც თვითონვე შეურჩიეს.

„თეთნულდი“-ს ექსპედიციების შესახებ ამ ეტაპზე სამი დოკუმენტური ფილმია გადაღებული.

ფოტო: არჩილ გეგენავა

ავტორი: ხატია ბანძელაძე

წყარო: www.newpress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.