ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
GCAA-მ საავიაციო უნივერსიტეტზე საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი გასცა
20 იანვარი, 2023

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) შპს „საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტზე“ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი (GE.147.0001) გასცა. საავიაციო უნივერსიტეტი საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პირველი სასწავლო დაწესებულებაა, რომლის სერტიფიცირებაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახორციელა.

საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების ახალი წესის შესაბამისად, რომელიც სააგენტომ 2022 წელს ევროპული რეგულაციის 1321/2011 (Part-147) საფუძველზე მიიღო, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, სერტიფიცირების ოთხთვიანი პროცესის ფარგლებში, შემოწმდა შპს „საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის“ დოკუმენტაცია, სასწავლო მასალები, სასწავლო დაწესებულების პერსონალი, ინსტრუქტორის, გამომცდელის, შემფასებლის კვალიფიკაცია და შესაბამისის ჩანაწერები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თეორიული სწავლებისა და გამოცდების ჩასატარებელი ინფრასტრუქტურა, სასწავლო აღჭურვილობა და სხვა.

სერტიფიცირების შედეგად, შპს „საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს“ მიეცა უფლება განახორციელოს საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის (კატეგორია B1.1 და კატეგორია B2) საბაზო სწავლებები. სასწავლო დაწესებულების მხრიდან ახალი და უფრო სრულყოფილი სტანდარტების დაკმაყოფილება, ასევე, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებისა და ზედამხედველობის ევროპული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფა, ხელს შეუწყობს საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სწავლების პროცესის ხარისხობრივ გაუმჯობესებას და შესაბამისი მიმართულების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.