ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022
05 აგვისტო, 2022

მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, უკვე მეოთხედ გურჯაანი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს, 

რომლის ფარგლებშიც მოსულ სტუმრებს, გარდა კახური ღვინის მრავალფეროვანი ასორტიმენტისა, კულინარიული კუთხეები დახვდებათ, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონისათვის დამახასიათებელიავთენტური კერძების დაგემოვნებას შეძლებენ. წელს ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის,

ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს. დღის განმავლობაში ნებისმიერი ასაკის ვიზიტორთათვის მრავალი გასართობი პროგრამა, მუსიკალური და თეატრალური ნომრები იქნება წარმოდგენილი, რაც დღეს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

ბუნებრივია, ფესტივალზე დასწრება უფასოა. თუ გსურთ, რომ თქვენ და თქვენმა სტუმრებმა კახეთში ყოფნისას საუკეთესო გამოცდილება მიიღონ და დღე სასიამოვნოდ გაატაროთ, შეგიძლიათ თითოეულ დაინტერსებულ პირს გაუზიაროთ ინფორმაცია ფესტივალის შესახებ და გვეწვიოთ.

მეტი დეტალი შეგიძლიათ იხილოთ მეილის თანდართულ ფაილებში.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი სიამოვნებით გიმასპინძლებთ!

ნებისმიერი დამატებითი კითხვის ან საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე.

ქეთევანი დათუკიშვილი 

საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია

ტელ: (+995) 599 16 39 17

keti.datukishvili@gurjaani.gov.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.