ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„კომერსანტის“ ინფორმაციით, ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას სავარაუდოდ მაია ომიაძე დაიკავებს
05 დეკემბერი, 2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ვაკანსია აქვს გამოცხადებული. შესაბამისი განაცხადი საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზეა გამოქვეყნებული, რომლის მიხედვით, ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის გამოსაცდელი ვადა 6 თვით განისაზღვრება, ხელფასი კი 6380 ლარს შეადგენს. 

თანამდებობა 2020 წლის დეკემბრიდან არის ვაკანტური და ხელმძღვანელის მოვალეობას მედეა ჯანიაშვილი ასრულებს.

ვაკანსიაზე განაცხადების შეტანის ბოლო თარიღი 4 დეკემბერია. ამ დროისთვის ვაკანსიაზე 10 განაცხადია გაკეთებული.

როგორც შესაბამისი ვაკანსიის აღწერაშია ნათქვამი, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.  

„კომერსანტის“ ინფორმაციით,  თანამდებობას სავარაუდოდ მაია ომიაძე დაიკავებს, რომელიც ამ დროისთვის  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს. ინფორმაციის დასადასტურებლად „კომერსანტი“ მაია ომიაძესთან დაკავშირებას ცდილობს. 

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.