კრიხის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო კრიხში მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მიმდებარედ, ტურისტული ობიექტის მოწყობა იგეგმება.
ტაძარი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ დაათვალიერა.
მისი თქმით, ტურისტულ–რეკრეაციული ადგილების კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, რაც გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის რეგიონში.
www.travelingeorgia.ge