ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მერია ძველ თბილისში 4,5 მილიონ ლარად სპორტული დარბაზს აშენებს
25 მაისი, 2022

თბილისში, კიდევ ერთი სპორტული დარბაზი მოეწყობა. ისტორიულ უბანში, ლადო ასათიანის 50 ნომერში 4,5 მილიონ ლარად კომპლექსს თბილისის მერია აშენებს. დედაქალაქის მთავრობა ტენდერი უკვე გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 3 ივნისს დაიწყება.

განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ, საპროექტო ტერიტორია 937 კვ.მ-ს შეადგენს. მიწის ნაკვეთზე ახლა ორსართულიან დაზიანებული შენობა დგას, რომელსაც მთლიანად დემონტაჟი უნდა ჩაუტარდეს.

შენობა სამ სართულიანი იქნება, კომპლექსის I სართულზე კი კალათბურთის დარბაზი მოეწყობა. სპორტული დარბაზში ასევე განთავსდება მიმღების სივრცე, ადმინისტრაციული ოთახები, ტრენაჟორების დარბაზი, გასახდელები, სველი წერტილები, მოსაცდელი და მწვრთნელთა ოთახი.

სპორტული დარბაზის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 366 დღეში უნდა დასრულდეს.

სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა, სამუშაოების დასრულებიდან 3 წელი განისაზღვრა.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.