ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მესტიის მერი: სვანეთში ჩასულ სტუმარს 900-მდე საოჯახო სასტუმრო უმასპინძლებს
07 ივლისი, 2022

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი ზაფხულის საკურორტო სეზონის მოლოდინებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს და განმარტავს, რომ სვანეთი ტურისტების მისაღებად მზად არის.

მისი განცხადებით, მიუხედავად ამისა, რუსეთ-უკრაინის ომი ძალიან უშლის ხელს საქართველოში, მათ შორის სვანეთში ტურისტების შემოდინებას. ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ პანდემიის დროს სვანეთს იმაზე მეტი ტურისტი სტუმრობდა, ვიდრე დღეს.

„თუ ქვეყანამ სტაბილურობა შეინარჩუნა, ტურიზმიც სწრაფად გაიზრდება როგორც ქვეყანაში, ისე სვანეთში. წელს სვანეთში ჩასულ სტუმარს 900-მდე საოჯახო სასტუმრო უმასპინძლებს. სვანეთი ტურისტების მაქსიმალურ რაოდენობას ელოდება, თუმცა, არა იმას,რაც პანდემიამდე იყო“-აცხადებს ჟორჟოლიანი.

რაც შეეხება იმას, თუ რა ხვდებათ სვანეთში რეგიონში ჩასულ ტურისტებს, ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტს დახვდება სასტუმროები, კვების ობიექტები და ის უნიკალური ბუნება, რაც სვანეთშია. 

მისივე განმარტებით, ჯამში რეგიონში 847 კილომეტრის შიდა გზაა. შესაბამისად, მისი რეალიბილიტაცია დაწყებულია, თუმცა, მისი დასრულება 2-3 წელიწადში ვერ მოხერხდება.

შეგახსენებთ, აგვისტოში საქართველო, უფრო ზუსტად კი სვანეთი ჰაილენდერის გლობალურ ღონისძიებას უმასპინძლებს და გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის მოყვრულებს მთელი მსოფლიოდან შეკრებს. ჰაილენდერის პროექტი 2017 წელს ხორვატიაში დაიწყო და დღეს უკვე 15 ქვეყანას აერთიანებს.

business-partner.ge
 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.