ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში მარკირების გეგმიური სამუშაოები შესრულდა
06 სექტემბერი, 2022

საქართველოს ადგილობრივ აეროპორტებში აეროდრომების მარკირების გეგმიური სამუშაოები შესრულდა. მარკირება ჩაუტარდა მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის და ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ დასაფრენ ზოლებს, საჰაერო ხომალდის სამიმოსვლო ბილიკებსა და ბაქნებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მარკირება უზრუნველყოფს ხომალდის კოორდინირებულ და უსაფრთხო განთავსებას, სახმელეთო მიმოსვლას და აფრენა-დაფრენას. ჯამურად, ორივე აეროპორტში დაიხაზა 6000 კვ/მ ფართობის მონაკვეთი. მარკირების სამუშაოები ადგილობრივი აეროპორტების თანამშრომლებთან ერთად საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომის ექსპლუატაციის სამსახურმა შეასრულა.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.