კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნუი სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ნიკორწმინდაში მიმდინარე რეაბლიტაციის ამსახველ ფოტობს სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ შედეგები საუკეთესოა.
"რეაბილიტაცია გულისხმობს; ფასადების ქვის კონსერვაციას, სახურავის რეაბილიტაციას, კედლის მხატრობის კონსერვაციას, სარკმელებისა და კარებების რეაბილიტაციას.
ამ პროცესების პარალერულად დამონტაჟდა კედლის მხატრობის განათების სისტემა.
სურათები გამომიგზავნა ძეგლის რეაბილიტაციის პროექტის ხელმძღვანელმა ნანა კუპრაშვილმა. ფოტო გადაღებულია რამოდენიმე საათის წინ.
მართლაც და შთამბეჭდავია.
დიდი მადლობა პროექტში მონაწილეებს, საქმისადმი ასეთი გულმოდგინებისთვის და ერთგულებისთვის", - წერს ანთიძე.
შეგახსენებთ, რომ ნიკორწმინდის ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის დასრულება დეკმებრისთვის იგეგმება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების მოწესრიგებას და ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. გარდა ამისა დაგეგმილია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა.
პროექტი "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" დაფინანსებით ხორციელდება, ბიუჯეტი 2 მლნ ლარს აღემატება. სამუშაოებს კომპანია „ორნამენტი“ ასრულებს.
www.travelingeorgia.com