ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნიკორწმინდასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა წლის ბოლოსთვის დასრულდება
30 მაისი, 2018

ნიკორწმინდის ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების მოწესრიგებას და ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას.

დაგეგმილია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა.

პროექტი "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" დაფინანსებით ხორციელდება, ბიუჯეტი 2 მლნ ლარს აღემატება.

პროექტის მიზანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.