ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო
24 მაისი, 2018

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის I ეტაპი დაიწყო.

შესრულებული სამუშაოების შედეგად გაიწმინდა ქვებს შორის ადგილები; მოხდა ნაკერებისა და ბზარების ინექტირება; ნაკერების, მიკრობზარებისა და ბზარების ამოვსება; საანკერე ხვრელებისა და ანკერების მომზადება; საანკერე ხვრელების გასუფთავება და ჩაანკერება; კირის ხსნარით რეკონსტრუქცია; ქვის ნაწილების ფრაგმენტების გაერთიანება; ძველი, ცემენტის შევსებების გაწმენდა და შეცვლა კირის ხსნარით;მექანიკური წმენდა; ბიოციდით შეწამვლა 5-ჯერ; ორნამეტების კონსერვაცია.

სამუშაოების პირველი ეტაპი ქვის კონსერვაციის სამუშაოებს მოიცავს.

XI ს-ის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი სოფ. ნიკორწმინდაში, ცენტრიდან ოციოდ მეტრში მდებარეობს. ტაძრის მშენებლობა ბაგრატ III მეფობის ბოლო პერიოდს ( 1010-1014 წწ.) უკავშირდება.

ძეგლი ჯვარ-გუმბათოვანია. გარედან ჯვრის ფორმის, გეგმაში ხუთ აბსიდიანი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.