ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისიდან გდანსკის ავიაბილეთის ღირებულება 59,99 ლარიდან იქნება
19 სექტემბერი, 2018

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება. საპორტო ქალაქი გდანსკი რიგით მეოთხე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, ავიარეისები შესრულდება.

ფრენებს დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი2019 წლის 2 აპრილიდან შეასრულებს. ახალი მიმართულება იქნება ერთადერთი პირდაპირი რეისი, რომელიც ქუთაისსა და საპორტო ქალაქ გდანსკ ერთმანეთთან დააკავშირებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე 59,99 ლარიდან უკვე შესაძლებელია.

Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპოტიდან ფრენებს ევროპის 14 ქვეყნის 21 მიმართულებით ასრულებს. 11 ოქტომბრიდან კიდევ ერთი პირდაპირი მიმართულება –  ქუთაისი-ვენა ემატება.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.