ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა OMNIBUS EXPRESS-მა დაიწყო
02 ოქტომბერი, 2018

ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით მგზავრებს თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან GEORGIAN BUS-ის გარდა, სატრანსპორტო კომპანია OMNIBUS EXPRESS-იც მოემსახურება.
მგზავრთა გადაყვანის მიზნით OMNIBUS EXPRESS-მა თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი რეისი უკვე შეასრულა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისები ახალი, 78 ადგილიანი, კომფორტული, გერმანული SETRA-ს ფირმის 2 სართულიანი ავტობუსით შესრულდება.
ავტობუსები თბილისიდან დავით აღმაშენებლის აეროპორტის მიმართულებით პირველი რესპუბლიკის მოედანიდან გადიან.

რაც შეეეხება ბათუმსა და ქუთაისს, ვებგვერდზე www.omnibusexpress.ge ონლაინ ჯავშნის დროს მგზავრი უთითებს საკუთარ მისამართს და კომპანია მას სახლიდან აეროპორტამდე მიყვანას სერვისს შესთავაზებს.

ავტობუსები აღჭურვილია ხანგრძლივი მგზავრობისთვის გათვალისწინებული, კომფორტული და რბილი სავარძლებით, უფასო WIFI გადამცემით და მინიმაცივრით. ბორტზე შესაძლებელია გამაგრილებელი სასმელებისა და წასახემსი პროდუქტების შეძენა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.