ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისის IV-V სს-ის ნაქალაქარის ტერიტორიის მიწების სარეგისტრაციო პროცესებს შეისწავლიან
25 სექტემბერი, 2018

ქუთაისის IV-V საუკუნეების ნაქალაქარის ტერიტორიის მიწების სარეგისტრაციო და მიწის ფართობებზე წარმართულ შესაძლო პროცესებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ დამფუძნებლებთან ერთად შეისწავლის და დააკვირდება. 

თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილება მხარეებმა უკვე მიიღეს, რომელიც სამოქალაქო აქტივისტების მიერ სოც. ქსელში განცხადებისა და ვიდეომიმართვების გავრცელების შემდეგ დაიგეგმა.

შეხვედრაზე „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ წევრებს სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ ისტორიული ნაქალაქარისა და ბაგრატის საკათედრო ტაძრის, როგორც ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამცავი მექანიზმების შესახებ სრულად განემარტათ. პარალელურად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საზედამხედველო პროცესის მეტი ხელმისაწვდომობისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროდან ინფორმაციის სახით ქუთაისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების კერძო მესაკუთრეებზე დარეგისტრირების საფუძვლებს გამოითხოვს, რაც საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს მეტ სიცხადეს შესძენს.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.