ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რამდენად იყენებენ სასტუმროები ენერგოეფექტურ მიდგომებს - Georgian Environmental Outlook-ის კვლევის შედეგები
20 იანვარი, 2023

რაც შეეხება მზის წყლის გამაცხელებლებს, მათ გამოკითხული ყველა მუნიციპალიტეის სასტუმროებში იშვიათად მიმართავენ.

თუმცა, ამავე სასტუმროებში მაღალია ინტერესი მზის პანელებისა და მზის წყლის გამაცხელებლებისადმი. ასევე მსგავსი პროექტების განსახორციელებლად თანადაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის მიღებისადმი.

სასტუმროებში ენერგოეფექტური პროექტებისადმი ინტერესის ძირითადი მიზეზი ხარჯების ეკონომიაა. თუმცა, ზიგიერთ სასტუმროს დამატებითი მოტივაციაც აქვს: გარემოს დაცვა, ან ეკომეგობრული სასტუმროს სტატუსის მიღება.

კვლევის ფარგლებში გამოკითხული სასტუმროების მფლობელებმა გამოხატეს ინტერესი, მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ, თუ ეს მათ ბიზნესს გამოადგება.

სასტუმროებისთვის ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაციის წყაროებია: ძირითადად, სატელევიზიო და ონლაინ მედია. ზოგ შემთხვევაში კი დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული აქტივობები, რომლის შედეგადაც, გამოკითხულებს უფრო ღრმა ცოდნა აქვთ აღნიშნულ თემაზე; თუმცა, 26 გამოკითულიდან, ასეთი მხოლოდ 5 სასტუმროს წარმომადგენელი იყო.

ზოგ შემთხვევაში, სასტუმროების მფლობელებმა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია შრომითი მიგრაციის დროს, საზღვარგარეთ მუშაობისას, ძირითადად, თურქეთიდან მიიღეს. გამოკითხულ სასტუმროებში ინფორმაციას იღებენ სომხეთიდანაც, სადაც მზის გამათბობლებს იყენებენ.

კვლევის შედეგების გათვალისწინებით, პროექტის შემდეგი ეტაპებია: სასტუმროებისათვის პრიორიტეტული ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ბაზრის კვლევა და ამ ტექნოლოგიების კატალოგის შემუშავება. კატალოგზე მუშაობის დასრულება 2023 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.