ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რიკოთი-ზესტაფონის საავტომობილო გზის მშენებლობას ADB-ი დააფინანსებს
09 ოქტომბერი, 2018

აზიის განვითარების ბანკი  (ADB) რიკოთი-ზესტაფონის საავტომობილო გზის ერთ-ერთი ურთულესი, 12-კილომეტრიანი  მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტის“ დაფინანსების მიზნით, საქართველოსა და საფინანსო ინსტიტუტს შორის შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმება ითვალისწინებს 255,297,000 ევროს შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ხევსა და უბისას შორის 12-კილომეტრიანი, ორმხრივი 4-ზოლიანი გზის მშენებლობას.

რთული გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 35 ხიდისა (ჯამური სიგრძით 8.3 კმ) და 20 გვირაბის (ჯამური სიგრძით 9.4 კმ) მშენებლობა.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.