ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ტერიტორიაზე მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდება სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრამდე მისასვლელ გზას. გათვალისწინებულია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის აშენება.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, პროექტის ბიუჯეტი 2 004 780 ლარია..
ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის დასრულება 2018 წლის ბოლოს იგეგმება. პროექტის მიზანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
www.travelingeorgia.ge