ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების დასაწყებად ემზადება
15 მაისი, 2023

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების დასაწყებად ემზადება.

„ავიაკომპანია Red Wings-ი, საქართველოში ფრენების ნებართვის არსებობის შემთხვევაში, ამ მიმართულებით მარშრუტების ქსელის გაფართოებას გეგმავს. დაგეგმილია ფრენების განხორციელება ავიაკომპანიის ძირითადი საოპერაციო ბაზებიდან“, – განმარტავენ კომპანიაში.

ავიაკომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ Red Wings-ი საქართველოში ფრენებს პერსპექტიულად მიიჩნევს არა მხოლოდ ტურისტული ბიზნესის, არამედ საქმიანი ურთიერთქმედების და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისითაც.

“ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება ჩვენი მგზავრებისთვის სასურველი ადგილი”, – ამბობენ Red Wings-ში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსულ ავიაკომპანიებს შეეძლებათ განაახლონ ფრენები საქართველოში, ხოლო ტუროპერატორები გაყიდიან ტურებს საქართველოს მიმართულებებზე პირდაპირი რეისებით.

ამჟამად 15 რუსული ავიაკომპანია დაფრინავს 22 ქვეყანაში, ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსია, ვენესუელა, ეგვიპტე, ისრაელი, ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, კუბა, მალდივები, მონღოლეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, სეიშელის კუნძულები, ტაჯიკეთი, ტაილანდი, თურქმენეთი, თურქეთი, უზბეკეთი, შრი-ლანკა. გარდა ამისა, 28 ქვეყნიდან 54 უცხოური ავიაკომპანია ახორციელებს პირდაპირი სამგზავრო რეისებს რუსეთის აეროპორტების მიმართულებით.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.