ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსული ტუროპერატორები მზად არიან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შემთხვევაში, შესაბამისი ტურისტული პაკეტების რეალიზაცია განაახლონ
20 იანვარი, 2023

ტუროპერატორები მზად არიან, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში, ტურისტული პაკეტების გაყიდვა დაიწყონ. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში (ATOR) აკეთებენ. 

ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუკი საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები აღდგება ტუროპერატორები სიამოვნებით ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას დაიწყებენ, რითაც საგრძნობლად გაიზრდება ტურისტების ნაკადი საქართველოში.

ასოციაციაში იხსენებენ, რომ რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები 2019 წელს შეჩერდა და ტურიზმის ფედერალურმა სააგენტომ ტუროპერატორებს რეკომენდაცია გაუწია საქართველოს მიმართულებით ტურები არ გაეყიდათ. თუმცა, ბაზრის მონაწილეებს მაინც შეუძლიათ ტურისტებს შესთავაზონ განსახლება და ექსკურსიები საქართველოში. რუსებს შეუძლიათ ქვეყანაში მოხვედრა მინსკის, ერევნის, ბაქოსა და სტამბულის გავლით ან სახმელეთო ტრანსპორტით.

„იმავდროულად, რუსი ტურისტები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ თუ საქართველოში პირდაპირი ფრენები განახლდება, ქვეყანაში ბილეთები გაძვირდება“, - განაცხადა ATOR-ის ვიცე-პრეზიდენტმა, Dolphin-ის გენერალურმა დირექტორმა სერგეი რომაშკინმა. მისი თქმით, ეს გამოწვეულია ქვეყანაში არსებული ინფლაციისა და 2022 წელს რუსების მხრიდან საქართველოში მოგზაურობის მაღალი მოთხოვნით.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.