ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს საზღვართან ახლოს რიზე-ართვინის აეროპორტი გაიხსნა
16 მაისი, 2022

შავ ზღვაზე, საქართველოს საზღვართან ახლოს, რიზე-ართვინის აეროპორტი გაიხსნა.

პირველი თვითმფრინავი, სახელად „რიზე-ართვინი“ ახალ აეროპორტში დღეს, 14 მაისს დაეშვა.

Turkish Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რეისის ნომრით TK 2538 სტამბოლის აეროპორტიდან დილის 08:30 საათზე აფრინდა, 10:35 საათზე კი რიზე-ართვინის აეროპორტში დაეშვა.

როგორც თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ აჯენსი“ წერს, რიზე-ართვინის აეროპორტში დაშვებულ პირველ თვითმფრინავში მოსახვედრად ხალხი რიზედან სპეციალურად გაემგზავრა სტამბოლში.

„თვითმფრინავში ხალხი ტიროდა. სავსე იყო რეისი მგზავრებით. ეს არ იყო ჩვეულებრივი მოგზაურობა,“ – უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა მგზავრმა ბულენთ ისმაილოღლუმ, რომელიც თვითმფრინავში მოსახვედრად რიზედან სტამბოლში ჩავიდა.

რიზე-ართვინის აეროპორტი შავ ზღვაზეა აშენებული. ასაფრენი ბილიკისთვის და აეროპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად მშენებლებმა ზღვის ნაწილი ამოავსეს.

ფაზარის რაიონში, სოფელ იეშილქოისთან, ზღვაში აგებული აეროპორტი ბათუმიდან 94 კმ-ითაა დაშორებული. „რიზე-ართვინის აეროპორტს“ 3 ათასი მეტრი სიგრძის და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი აქვს. მშენებლობისთვის 280 ჰექტარი ზღვა 30 მ სიღრმეზე ამოავსეს. მისი მშენებლობა 2017 წელს დაიწყო.

წყარო: "რადიო თავისუფლება"

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.